საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 3 000 ლარი, განმეორებითი დარღვევისთვის კი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ამ ორი დოკუმენტით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებულია სანქციები, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.
დეკრეტის მიხედვით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ შეზღუდვებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ამოქმედდება..
პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დეტალები შეზღუდვების შესახებ იხილეთ აქ
დამატებითი დეტალები აღწერილი იქნება მთავრობის დადგენილებაში.