Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


რამდენი წლისაა თქვენი ლიფტი? - ამბები სადარბაზოებიდან

თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ საბჭოთადროინდელ ლიფტებს იყენებს. რატომ და რამდენად უსაფრთხოდ მგზავრობენ დედაქალაქის მცხოვრებნი ლიფტებით, რომელთა უმრავლესობასაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს?




„ლიფტი რომ ვარდება და შენ შიგნით ხარ, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, აი, აქ მორჩა... და მერე, როცა ჩერდება, აღარ დაეძებ იმას, რომ სართულებს შორის ხარ გაჩხერილი და კარს თუ გაგიღებენ, წინ დიდი ნაცრისფერი კედელი იქნება აღმართული“, - იხსენებს მანანა ჩიკვაიძე, რომელსაც ლიფტი 15 წლის წინ მერვე სართულიდან ჩაუწყდა.


კორპუსის აშენებიდან მაშინ 40 წელი, ხოლო ლიფტის საექსპლუატაციო ვადიდან 20 წელი იყო გასული. მეზობლებს ახლაც ახსოვთ, როგორ შეაზანზარა ბოლო სართულიდან ჩამოვარდნილმა ლიფტმა მთელი კორპუსი. ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, რომ მანანამ ვერც კი გაიაზრა, რა ხდებოდა. მოგვიანებით აღიდგინა, რომ ლიფტი ჯერ მთელი ძალით მიენარცხა მეშვიდე სართულის კედელს, მერე გზა განაგრძო, კედელს კიდევ რამდენჯერმე შეასკდა და მესამე სართულზე გაჩერდა - დამცავმა მექანიზმმა იმუშავა.




ლიფტის კაბინის ყავისფერ კედელზე დახატული ანგელოზია გამოკრული, ნახატის გვერდით კი თაბახის ფურცელზე დაუბეჭდავთ: “პრობლემის შემთხვევაში დარეკეთ ლიფტიორთან”. პატარა რკინის ყუთი იმავე კედელზეა მიმაგრებული. ყუთში 5- თეთრიანს ჩააგდებთ, მიაწვებით ღილაკს და სასურველ სართულზე ბრახუნით ახვალთ. პეკინის 42-ში მანანაცა და მისი მეზობლებიც დღესაც იმავე - 55 წლის წინ დამონტაჟებული - საბჭოთა ლიფტით მგზავრობენ.


„კარგი მექანიკოსი გვყავს. ვურეკავთ თუ არა, მოდის და რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ ეს ლიფტი იმდენი ხნისაა, შიგნით შესვლა ცალი ფეხით სამარეში ყოფნას უდრის”, - ამბობს მანანა ჩიკვაიძე.


კაბინის ჩამოვარდნის შემდეგ ლიფტი შეაკეთეს, თუმცა ვერ გამოცვალეს - სადარბაზოში საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა. პეკინის 42 ნომერი რვასართულიანი კორპუსია, სადაც სართულზე 2 ოჯახი ცხოვრობს. ძველი ლიფტი ახლით რომ შეეცვალათ, თითო ოჯახს, დაახლოებით, 500 ლარის გადახდა მოუწევდა.


სხვადასხვა კერძო კომპანიის მონაცემებით, სადარბაზოსთვის ახალი ლიფტის შეძენა და შეცვლა საშუალოდ 14 ათასი დოლარი ჯდება. როგორც წესი, თანხის 80 %-ს გამგეობა აფინანსებს, ხოლო 20 % მოსახლეობამ უნდა დაფაროს.




მართალია, ეს თანხა მოგვიანებით ისევ მოსახლეობის ანგარიშზე ბრუნდება, მაგრამ ფულის შეგროვება მაინც ჭირს. როგორც წესი, მოქალაქეები უმეტესწილად მაინც შეკეთებით შემოიფარგლებიან ხოლმე, რაშიც ძირითადად დამცავი მექანიზმის გამართვა იგულისხმება. რამდენად კარგად მუშაობს მექანიზმი, სპეციფიკური მანიპულაციის - ლიფტის ხელოვნური ჩამოგდების - საშუალებით მოწმდება, რაც, თავის მხრივ, მექანიზმის სწრაფ ცვეთას იწვევს.


“ამ პროცესის შემდეგ [ლიფტის ხელოვნური ჩამოგდება] ლიფტი ზიანდება და შეკეთებაა აუცილებელი, ამას ყველა თავს არიდებს. დღეს არც არავის შეუძლია რომელიმე ლიფტზე იმის თქმა, რომ მისი დამცავი მექანიზმი, საჭიროების შემთხვევაში, 100%-ით იმუშავებს”, - ამბობს ლიფტების ბაზარზე მყოფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - “ფუჯილიფტის” - დირექტორი, დიმიტრი ყიფშიძე.


ახალგარემონტებული ლიფტები ბოლომდე სანდო მაინც არ არის. პეკინის 14-ის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მათი ლიფტი ოთხი წლის წინ გაარემონტეს, გაალამაზეს ფასადი, თუმცა არც ბაგირისა და არც მექანიზმის სხვა ნაწილისთვის ხელი არავის უხლია.




„ჩარჩოც იგივეა დატოვებული და იატაკიც. მხოლოდ გარეგნულად შეცვალეს, ცოტა ხნით გაგვაჩუმეს. კარი ისეთ მდგომარეობაშია, ლიფტის დახურვის ხმა ოთხ სართულზე ისმის”, - ამბობს კორპუსის მცხოვრები, ალეკო მუშკუდიანი.


თბილისის მერიის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის გამგეობამ - 427, გლდანის გამგეობამ კი 204 ლიფტი შეაკეთა. თბილისის ლიფტების დიდი ნაწილის შეკეთება კი, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგალითად, დიღმის პირველ კვარტალში 54 წლის წინანდელი ლიფტი მუშაობს, რომელიც ხელით იღება. ამ ლიფტების ნაწილები აღარ იყიდება, კუსტარულად დამზადებული კი დიდხანს ვერ ძლებს.




1960-იან წლებში თბილისში სამი დიდი მასივი აშენდა - საბურთალოზე, დიღომსა და ვარკეთილში. ამ ტერიტორიებზე მდგარ კორპუსებში ისევ 60 წლის წინ დაყენებული ლიფტები მუშაობს. მოძრავი “ჯადოსნური ყუთებით” სარგებლობა 20-დან 25 წლის ვადით იყო გათვალისწინებული. ვადაგასულ ლიფტებს თბილისში ბევრ კორპუსში შეხვდებით. მხოლოდ ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალში მდებარე 27 კორპუსიდან 8-ს ეს პრობლემა აქვს. 


ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების შემოწმების პასუხისმგებლობა მოსახლეობასა და კორპუსის “ლიფტიორს” ეკისრება. კორპუსის „ამხანაგობა“ კონტრაქტს აფორმებს კომპანიასთან, რომელიც თავის თავზე მექანიკოსის მომსახურებას იღებს.




„ამ ლიფტებს რამე რომ დაემართოს, პასუხისმგებლობა ჩემზე იქნება, ყველა მე მომადგება -კომპანიიდან დაწყებული, ხალხით დამთავრებული, შენი ბრალიაო. თუკი პატარა პრობლემა მაინც არის, რაც შემიძლია, ვაკეთებ“, - ამბობს თემო მეზვრიშვილი, რომელიც, ორმოც წელზე მეტია, მექანიკოსად მუშაობს. საბურთალოზე მას ოცი კორპუსის ლიფტი აბარია, რომელთაც თვეში ერთხელ მაინც ამოწმებს. “ლიფტიორის” მომსახურება საშუალოდ თვეში 50-დან 100 ლარამდე ჯდება. თბილისში ასეთი, დაახლოებით, 35-მდე კომპანიაა.



60 წლის წინანდელი ლიფტებით მგზავრობა მხოლოდ თბილისელების სადარდებელი არაა. იგივე პრობლემა დგას რუსთავშიც, სადაც 1400-მდე ლიფტია, რომლით სარგებლობაც აღარ შეიძლება ( რუსთავის ლიფტები). ამ პრობლემის მიუხედავად, მოსახლეობა საბჭოთადროინდელ მექანიზმს უფრო ენდობა, ვიდრე ახალს:


“ბათუმშიც ხომ სულ პანტაპუნტით ცვივა ახალი ლიფტები. მაგ თურქულ ჯაბახანებს ისევ ჩემი ძველი ლიფტი მირჩევნია”, - გვითხრა ალეკო მუშკუდიანმა.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net