Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


რუსული კიბერთავდასხმა: რა (არ) ვიცით?

საქართველომ, სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად, რუსეთი დაადანაშაულა 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ათასობით ვებსაიტზე და რამდენიმე მედია ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში.


გასული წლის 28 ოქტომბერს, კიბერთავდამსხმელებმა დაამახინჯეს კომპანია “პროსერვისის” სერვერებზე განთავსებული 2 000 სახელმწიფო და კერძო ვებსაიტი და მათზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს წარწერით “I’LL BE BACK (მე დავბრუნდები). “პროსერვისის”ცნობით, მწყობრიდან გამოვიდა მათ სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15 000 ვებსაიტი. სულ მცირე ორი ტელეკომპანიას მაუწყებლობაში ხელი შეეშალა.


იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. “პროსერვისის” დირექტორის რევაზ ნატროშვილის თქმით, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ კომპანიისგან 60-მდე სერვერის მონაცემები აიღო, რათა თავდასხმების წარმომავლობა დაედგინათ. 


გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩატარებული გამოძიებით, კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. თუმცა გამოძიების დეტალებზე საქართველოს არ უსაუბრია.


რუსეთი გააკრიტიკა არაერთმა სახელმწიფომ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად დაუკავშირა რუსეთის დაზვერვას “ჭიაყელას” სახელით ცნობილი რუსული ჰაკერული ჯგუფი. დიდი ბრიტანეთისა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) საკუთარ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 95%-ზე მეტადაა დარწმუნებული, რომ რუსეთის “გრუ” იდგა საქართველოში კიბერთავდასხმების უკან. გამოძიებაზე ყველაზე მეტი დეტალი სწორედ ბრიტანეთმა გაავრცელა.


NCSC-ის განცხადებით, კიბერპროგრამა, რომელიც პასუხისმგებელია თავდასხმებზე ღია წყაროებში Sandworm team-ის, BlackEnergy Group-ის, Telebots-ისა და VoodooBear-ის სახელითაა ცნობილი და მას რუსეთის “გრუ” მართავს.




აშშ-ს, ბრიტანეთსა თუ საქართველოს არ წარმოუდგენიათ კონკრეტული მტკიცებულებები, თუ როგორ დადგინდა აგრესიის რუსული წარმომავლობა. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, “დეტალებში ვერ შევალთო”. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ გამოძიება ჩაატარა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით და “ეს პროცესი გრძელდება”.


კიბერუსაფრთხოება საქართველოში

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი მიხეილ ბასილაია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ბევრი სამთავრობო საიტი იყო დაუცველ პროვაიდერზე განთავსებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამთავრობო სტრუქტურებს არ აქვთ ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები დანერგილი. 


“ინფორმაციული უსაფრთხოება არის პროცესი. ასე არ არის, რომ თვეში ერთხელ არ ორჯერ უნდა განახლდეს. არის ხოლმე, რომ კრიტიკული განახლებები გამოდის ხოლმე უცებ და სასწრაფოდ უნდა დაყენდეს”.


ბასილაიას თქმით, ვებსაიტების დამახინჯებას, “დიფეისს”, არ სჭირდება დიდი ცოდნა. ამას ძალიან ხშირად აკეთებენ ბავშვები, წვრილმანი ჰაკერები.


“იმდენად მარტივია, რომ ინტერნეტში შეიძლება მოძებნა, როგორ შეიძლება გაკეთდეს. მინიმალური ტექნიკური ცოდნით”, - ამბობს ბასილაია და განაგრძობს: “მიშას სურათები რომ დადეს, იმ საიტებიდან არანაირი კრიტიკული მონაცემები არ წაუღიათ. თუმცა ეს შეტევა შესაძლოა იყო გამოყენებული სხვა კიბერშეტევის გადასაფარად”.


მიხეილ ბასილაია განმარტავს, რომ კრიტიკულ ინფორმაციულ ინფრასტრუქტურას სახელმწიფო ცალსახად უნდა არეგულირებდეს. ესენია, მაგალითად, ბანკები, ასევე, ჯანდაცვის სექტორი, სადაც უმნიშვნელოვანესი პირადი ინფორმაცია ინახება. უკრაინის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება იყოს ელექტრო და წყალგამანაწილებელი სისტემები. 


კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა. ჩამონათვალში შესულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რომლის ვებსაიტი გასული წლის ოქტომბერში ასევე გატეხეს.


“იგივე თავდასხმა ალბათ არ გამოუვათ”, - ამბობს მიხეილ ბასილაია და განაგრძობს: “იმედი მაქვს რომ ეს კომპანია [“პროსერვისი”] განაახლებდა სერვერებს”.


პარტნიორების როლი

“ტექნიკურად გამოძიება როგორ წარიმართა ეს მთავრობამ უნდა თქვას, თუმცა დიდი ბრიტანეთის გამოქვეყნებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ მას ლომის წვლილი მიუძღვის ამაში”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია. 


ორი წლის წინ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ, ქვეყანაში რუსულ საფრთხეზე დისკუსიამ იმატა.


“ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელმაც უშუალოდ იგრძნო რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებები საკუთარ ტერიტორიაზე. ის არის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე საქართველოსთან და აქტიურად გვეხმარება უსაფრთხოების საკითხებში”, - ამბობს აქუბარდია და აგრძელებს: “ესტონეთი ასევე არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების ნაწილში.


თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველოზე თავდასხმა აღიქმება, როგორც დასავლეთზე თავდასხმად იმიტომ, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო კანონმდებლობას და უხეშად ერევა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში და ეს არის მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის საფრთხის შემცველი.


“მაღალი დონის განცხადებები უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ასეთი ერთსულოვნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი არ დაუშვებენ რუსეთის ასეთ ქმედებებს მეზობლების წინააღმდეგ. ამას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები, მაგალითად, სანქციები. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, შეამციროს სისუსტეები კიბერუსაფრთხოებაში”, - ამბობს აქუბარდია.


დაიწყებს თუ არა საქართველო რუსეთთან სამართლებრივ დავას კიბერშეტევასთან დაკავშირებით, შს მინისტრი გომელაური ასე პასუხობს:


„გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არამხოლოდ საქართველოში”.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net