Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


თბილისთან დიალოგი - როგორც კომპრომატი და ბრალდება

ავტორი: ვიტალი შარია, სოხუმი


 


22 იანვარს აფხაზეთში იწყება პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელება განმეორებითი არჩევნებისათვის, რომელიც 22 მარტისთვისაა დანიშნული. ამ არჩევნებს თამამად შეიძლება ეწოდოს „ნაჩქარევი“, რადგანაც სულ რაღაც ორი კვირის წინ საზოგადოებამ არ იცოდა, პრეზიდენტის არჩევა რომ მოუწევდა.


თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალურ წამოყენებამდე გაჩაღდა მძაფრი პოლემიკა, რომელიც შიგადაშიგ განცხადებების ომსა და ინტერნეტშეხლა-შემოხლაში გადაიზრდება ხოლმე. პირველ რიგში, ყოველივე ეს დაკავშირებულია ინტერვიუებთან, რომლებიც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებმა მისცეს ქართულ მედიას. საუბარია სერგეი შამბაზე, ალხას კვიცინიაზე, ახრა ავიძბაზე, თუმცა ყველაზე მეტი ხმაური გამოწვია, რა თქმა უნდა, აფხაზეთის პარლამენტის წევრ ასლან ბჟანიას ინტერვიუმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“. ინტერვიუს მიცემამდე ბჟანიას საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას საპრეზიდენტო არჩევნებში.


„სოხუმსა და თბილისს შორის უნდა წარმოებდეს დიალოგი. როგორ ფორმატში და რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ, საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, - განაცხადა, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ბჟანიამ.


ასლან ბჟანიას ამ ინტერვიუს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ვეტერანთა ორგანიზაციამ „არუაა“ („მეომრები“), რომელსაც პარლამენტის წევრი ილია გუნია ხელმძღვანელობს, გაავრცელა განცხადება:


„ომის ვეტერანებისათვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი მხარს უჭერს სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგს და აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ დაახლოებაზე!.. სამთავრობო შენობებზე კომპლექსური იერიშისა და პრეზიდენტის გადადგომის ფონზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ ქართული მედიისათვის ინტერვიუების მიცემას. რომელ სფეროებში და რა დაახლოებაზე შეიძლება იყოს საუბარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ვიდრე ხელი არ მოეწერება თავდაუსხმელობის შეთანხმებას და ვიდრე საქართველო უარს არ იტყვის ყველა პრეტენზიაზე და არ ცნობს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას? ამგვარი სერიოზული შეთავაზების გასაკეთებლად უნდა გქონდეს შესაბამისი ნდობა და უფლებამოსილება საკუთარი ხალხისგან. როგორც ჩანს, ვიღაცას ეადვილება აფხაზეთისა და საქართველოს მეგობრობაზე საუბარი იმის გამო, რომ ვერ ხედავს ომისა და ომისშემდგომი პერიოდის მთელ სიმძიმეს“.


სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში უფრო მკვეთრი განცხადებებიც გაისმა. მათ შორის გაიჟღერა სიტყვამ „კოლაბორაციონიზმი“.


ბრალდებების პასუხად, ფონდმა „აპრამ“, რომლის პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:


„აშკარაა, რომ ხელისუფლება, რომელმაც აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა მიიყვანა დაქცევის პირამდე, უიმედოდ ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას ისე, რომ ყველაფერს კადრულობს, მათ შორის ცილისწამებასაც. სად, რომელ წინადადებაში, რომელ სიტყვაში დალანდეთ ეროვნული ინტერესების დათმობის მინიშნება? აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებულია რუსეთისა და მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ. აფხაზეთის სახელმწიფოს სტატუსი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი არავისთან და არსად. თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელია საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. კერძოდ, ყველამ შესანიშნავად იცის, რომ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოში გარბიან და იქ იმალებიან. როგორ გადაიჭრება ეს საკითხი, თუკი აფხაზი სამართალდამცავები არ დაელაპარაკებიან ქართველ კოლეგებს? აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამფუძნებელს, მსოფლიო სახელის ისტორიკოს ვლადისლავ გრიგორის ძე არძინბას ესმოდა, რომ მოწინააღმდეგესთან საუბარი არ ნიშნავს ინტერესების ღალატს, უფრო პირიქით: დარწმუნებული იყო იმაში, რომ ომში გამარჯვება აუცილებლად უნდა გამყარდეს დიპლომატიური გამარჯვებით“.


უნდა ითქვას, რომ ახალი არაფერი ხდება. საქართველოსთან შემთანხმებლობაში პირდაპირი დადანაშაულება ყველაზე გავრცელებული და ხისტი ილეთია აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში. საქართველოში ასეთად მიიჩნევა რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველ პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ პრორუსულ ორიენტიაციას (იმედოვნებენ, რომ რუსეთი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში), აფხაზეთში კი მსგავსი არაფერი ხდება. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავიხსენოთ მხილების მცდელობის არაერთი შემთხვევა, როცა აფხაზეთის მოქმედ ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ თბილისისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაში. ამასთან, ბრალმდებლის როლში გამოდიოდა როგორც ორივე ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ასევე ცალკეული მოქალაქეები. ასეთი სურათი გვაქვს 90-იანი წლების შუა ხანებიდან.


„ლაპარაკი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არაა, სისულელეა. არ მესმის, როგორ უნდა თქვან ეს ჭკვიანმა ადამიანებმა“, - განაცხადა სკანდალის გაღვივების შემდეგ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ, სერგეი შამბამ. მისი თქმით, ორივე მხარე აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა დონეზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დამთავრების დღიდან. შამბამ ნიმუშად მოიტანა მუქარისა და ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ვლადისლავ არძინბამ და ედუარდ შევარდნაძემ 1997 წელს.


„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, საჭიროა საერთო ენის გამონახვა“, - თქვა შამბამ.


სერგეი შამბას პოზიციას დიდწილად დაემთხვა პოლიტილოგ ლიანა კვარჩელიას მოსაზრებები, რომლებიც გამოითქვა „აბაზა-ტვ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში:


„ვხედავ, როგორ ცდილობენ ადამიანები პოლიტიკაში გზის გაკვალვას ქართული თემით. 2004 წელს ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, „ვინც ჩვენთან არ არის, ის ხალხის მტერია“ - ამ მოსაზრების ჩანერგვა საზოაგდოების გარკვეული წრეების მხრიდან. ასეთი მიდგომა დამღუპველია. ეს არის ის, რამაც გახლიჩა ჩვენი ხალხი. დღეს ამ თემის რეანიმირება იმისათვის, რომ იაფფასიანი ქულები ჩაიწერო, უსინდისობაა. რაც შეეხება იმას, რომ აფხაზეთში არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან შეერთებაზე ოცნებობენ, ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთები არ გყავს“.


გასაკვირი იქნებოდა, რომ ასლან ბჟანიას ინტერვიუ სათავისოდ არ გამოეყენებინათ მის ოპონენტებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული მედიისათვის მიცემულმა ინტერვიუმ შეაშფოთა საზოგადოების პოლიტიკურად ნეიტრალური ნაწილიც, რომელმაც იკითხა: რატომ მისცეს ინტვერუ მაინცდამაინც ქართულ მედიას და არა რუსულს?


თუმცა აქ გვმართებს დაფიქრება მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. ვინც მედიის მუშაობის სპეციფიკას იცნობს, ადვილად წარმოიდგენს, თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში: პირიქით, ქართული გამოცემები დააცხრნენ თავს „ახალ პირებს“, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში. ისიც ცხადია, რა საკითხები აინტერესებს ქართულ მედიას. ასევე გასაგებია ისიც, რომ თბილისში, როგორც წესი, აღფრთოვანებას იწვევს დიალოგზე საუბარი და გამოითქმის ფრთხილი ოპტიმიზმი იმაზე დაყრდნობით, რომ ეს არის გაერთიანების გზის დასაწყისი, სოხუმში კი ფიქრობენ, რომ იწყება პროცესი, რომელიც დასრულდება ყოფილი მეტროპოლიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.


საინტერესო იყო სოციალური ქსელების რეაქციაც. ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტოკოსებმა წინდაუხედაობა გამოიჩინეს „რას ნიშნავს, ომით ჩვენი დაბრუნება შეუძლებელია? გამოდის, რომ სხვა რომელიმე გზით შესაძლებელია?“, - იკითხა ერთ-ერთმა მოქალაქემ. სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე დაინტერესდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის გვარის წარმომავლობით: „აფხაზეთის ყველა პრეზიდენტი ატარებდა სუფთა აფხაზურ გვარს: არძინბა, ბაგაფში, ანქვაბი, ხაჯიმბა. ნუთუ დადგა ისეთი პრეზიდენტის არჩევის დრო, რომლის გვარი ბოლოვდება „ია“-თი? ყველა სავარუდო კანდიდატი ხომ ასეთი გვარის მატარებელია?!“


ცხადია, ამ მოქალაქეს ბევრმა შეუტია, რას ბოდავ, რა მნიშვნელობა აქვსო და ა.შ. მოკლედ, როგორც იტყვიან, დაიწყო კოლმეურნეობაში მორიგი დილა, არაფრით განსხვავებული წინა დღეებისგან.


 


ტექსტი შეიცავს ტერმინებსა და ტოპონიმიკას, რომლებიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net