Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


რუსეთში ფესვგადგმული პლაგიატი

ავტორები: ტონი ვესოლოვსკი, დალმით სინხ ჩაულა


 


რუსეთის სამეცნიერო ჟურნალებმა 800-მდე სტატია მოხსნეს შარშანდლის შემდეგ, როცა გავრცელდა ცნობები, რომ სამეცნიერო ეთიკის დარღვევით შექმნილი, პლაგიატში ეჭვმიტანილი 2 500 სტატია დაიბეჭდა 6 000-მდე სამეცნიერო ჟურნალში.


რუსეთში პლაგიატის გავრცელება განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყო 2012 წელს, როცა ვლადიმირ პუტინმა, პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევამდე, უნივერსიტეტებს მოსთხოვა მეტი თანხმა გადაეხადათ პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მათ კი მეტი სტატია გამოექვეყნებინათ სამეცნიერო გამოცემებში, რათა საერთაშორისო მასშტაბით გაძლიერებულიყო რუსეთის გავლენა.ასე ფიქრობს ზოგიერთ მიმომხილველი.




რუსეთის სამეცნიერო ჟურნალების მიერ 800-ზე მეტი სტატიის მოხსნა მოჰყვა გამოძიებას, რომელსაც რუსეთის მეცნიერებეთა აკადემიის მიერ შექმნილი კომისია აწარმოებდა, არაეთიკური შემთხვევების გამოვლენის მიზნით.


ეს ნაბიჯები გადაიდგა მას მერე, რაც არაერთმა სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ რუსეთის სამეცნიერო ლიტერატურა გაჯერებულია პლაგიატით, თვითპლაგიატით, ე.წ. „ნაჩუქარი თანაავტორობით“, როცა მეცნიერები თანაავტორები ხდებიან რომელიმე ნაშრომისა, რომელთანაც არაფერი აქვთ საერთო, წერს ჟურნალიSciense-ი.


რასაც ახლა მიაკვლიეს, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, ამბობს ანა კულეშოვა, რუსეთის სამეცნიერო რედაქციებისა და გამოცემების ასოციაციის სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე.


იმისთვის, რომ მეტი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულიყო, რუსეთის უნივერსიტეტებმა მიმართეს ახალ ფორმას და მკვლევართა ხელფასი და ხელშეკრულებები ერთმანეთთან პროდუქტიულობის მიხედვით დააკავშირეს.


თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთში პლაგიატის პრობლემა მხოლოდ ამას არ უკავშირდება, მას დიდი ხნის ისტორია აქვს.


რუსეთში სხვადასხვა დროს პლაგიატშიბრალი წაუყენეს არა მხოლოდ მკვლევრებს, არამედ ბიზნესმენებსა და მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსაც, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით.


 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისიის წინასწარი ანგარიში, რომელიც პრობლემებსა და მათზე ჟურნალების რეაგირებას აღნუსხავს, „ბომბია“, აცხადებს აშშ-ის „სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის“ ყოფილი თანამშრომელი, გერსონ შერი, ავტორი წიგნისა, რომელიც აშშ-რუსეთის სამეცნიერო თანამშრომლობას ეხება. 7 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში, ამბობს შერი, გააძლიერებს ბევრის ეჭვს და შიშს, რომ მათი ქვეყანა არასწორი გზით მიდის მეცნიერების სფეროში და ეს მათ საკუთარ რეპუტაციას ვნებს. შერი უქებს აკადემიას გადაწყვეტილებას, რომ შეექმნა კომისია და გამოეძიებინა პლაგიატის შემთხვევები. ჟურნალ Sciense-ის თანახმად, რუსეთში 6 000-მდე სამეცნიერო ჟურნალი გამოდის, მათი უმეტესობა რუსულ ენაზე იბეჭდება და ერთობ პოპულარულია ქვეყნის მეცნიერთა შორის. როგორც გამოძიებამ დაადგინა, რუსი მკვლევრები ბევრად მეტ სტატიას აქვეყნებენ ჟურნალებში, ვიდრე მათი კოლეგები პოლონეთში, გერმანიასა და ინდონეზიაში, მაგრამ მათი საერთო დონე დაბალია. 2018 წლის მარტში ქსელმა, სახელწოდებით Dissernet, რომელიც იკვლევს რუსეთის ლიტერატურას, დაადგინა პლაგიატის 4 000 შემთხვევა და გამოავლინა 150 000 სტატიის სადავო ავტორობა 1500 ჟურნალში. ამასთან, რუსი ავტორები ხშირად აქვეყნებენ საკუთარ ერთსა და იმავე სტატიებს, ამბობს იური ჩეხოვიჩი, კომპანია „ანტიპლაგიატის“,პლაგიატის გამოვლენით დაკავებული ფირმის, დირექტორი, წერს Sciense-ი.


შარშან სექტემბერში, მას მერე, რაც შეამოწმა 4,3 მილიონი გამოკვლევა, „ანტიპლაგიატმა“ დაადგინა, რომ მათგან 70 ათასი, სულ მცირე, ორჯერ იყო გამოქვეყნებული. სტატიების ნაწილი გამოქვეყნებული იყო 17-ჯერ. ჩეხოვიჩი თვლის, რომ შემთხვევათა უმეტესობა თვითპლაგიატზე მოდის. ამასთან, საინტერნეტო საიტი 123mi.u ამტკიცებს, რომ საავტორო უფლება მიენიჭა 10 ათასამდე მკვლევარს სტატიებისთვის, რომლებიც სხვების დაწერილი იყო.


რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისია, რომელსაც ოფიციალურად „სამეცნიერო კვლევებში ფალსიფიცირებასთან ბრძოლის კომისია“ ჰქვია, პრობლემას დამოუკიდებლად იკვლევდა. Dissernet-ის თანადამაარსებელი ანდრეი ზაიაკინი თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს, ფიზიკოსია. ის კომისიის მდივნადაა დანიშნული. კომისიაში შედიან სხვა „აქტივისტი მკვლევრები“ სხვა ასოციაციებიდან, ამბობს ზაიაკინი. კომისია სოფტ ვერს იყენებდა, რათა ეკვლია და მიეგნო ერთი და იმავე ტექსტებისთვის ათასობით სამეცნიერო ჟურნალში, რუსულენოვან გამოცემებში - ბუნებისმეტყველებით, აგრონომიით, ფიზიოლოგიითა და მედიცინით დაწყებული და ეკონომიკური სამართლით დასრულებული. საეჭვო სტატიებს კომისიის წევრები უკვე უშუალოდ ამოწმებდნენ, ხომ არ ჰქონდათ საქმე პლაგიატსა და თვითპლაგიატთან.




ანა კულეშოვამ, რუსეთის სამეცნიერო რედაქციებისა და გამოცემების ასოციაციის სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკის საბჭოს თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს შარშან ოქტომბერში უთხრა, რომ პლაგიატი ფართოდ იყო გავრცელებული რუსეთის სამეცნიერო პუბლიკაციებში: „ვერ იტყვით, სამეცნიერო სტატიების რა პროცენტი არღვევს ეთიკურ სტანდარტებს, რადგან მონაცემთა მთელი ბაზის ანალიზი ტექნიკურად ძალიან რთულია. ბოლო ორ წელიწადში ათასამდე სტატია იქნა მოხსნილი ჟურნალებიდან დარღვევების გამო“.


როცა აკადემიის წევრები ერთმანეთს ადარებდნენ იმ ავტორთა სიას, რომელთა სტატიები ორჯერ ან მეტად გამოქვეყნდა, ისინი წააწყდნენ ე.წ. „გაუგებარი ავტორობის“ შემთხვევებს, როცა მკვლევარი, რომელიც ერთი ვერსიის ავტორად იყო დასახელებული, სხვა ვერსიების ავტორად აღარ მოიხსენიებოდა.


შარშან ზაფხულში კომისიამ 541 ჟურნალს მიუთითა, რომ საჭირო იყო 2528 სტატიის მოხსნა. კომისიის წინასწარი ანგარიშიდან ჩანს, რომ 390-მა ჟურნალმა უპასუხა კომისიის მოთხოვნას და მათგან 263-მა თანხმობა განაცხადა ყველა საეჭვო სტატია მოეხსნა. სხვები დაყაბულდნენ მოეხსნათ მხოლოდ გამორჩეული სტატიები, ან სამართლიანი არგუმენტები მოიყვანეს, რატომ არ უნდა მოხსნილიყო სტატია.


აკადემიის კომისიის თანახმად, ხუთმა ჟურნალმა უარი თქვა მასთან თანამშრომლობაზე და, შესაბამისად, ის გამოვიდა რეკომენდაციით, ხუთივე ამოეღოთ რუსეთის ციტირების ინდექსიდან. ამ მონაცემთა ბაზას eLibrary განაგებს (ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები კარიერული წინსვლისა და დაფინანსების ერთ-ერთი წინაპირობაა რუსეთში. ჟურნალები, რომლებიც არ არის ინდექსში შეყვანილი, ნაკლებად იზიდავს ავტორებს, გვამცნობს Sciense-ი). eLibrary-ს დირექტორის მოადგილე ვიქტორ გლუხოვი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის ექსპერტთა საბჭო განიხილავს ამ საკითხებს, მაგრამ მოელის, რომ ისინი აკადემიის კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან.


Sciense-ის თანახმად, Dissernet-ის თანადამაარსებლის, ანდრეი ზაიაკინის, თქმით, გამოძიება დასრულებული არ არის. მას იმედი აქვს, რომ ჟურნალებს, რომლებსაც ჯერ კომისიისთვის არ უპასუხიათ, საფრთხე, რომ ისინი ინდექსიდან იქნებიან ამოღებული, დაარწმუნებს, რომ კომისიის ანგარიში სერიოზულად უნდა აღიქვან.


ახალმა კვლევამ გამოიწვია „მღელვარება და კონფლიქტებიც“, ამბობს კომისიის წევრი ანა კულეშოვა, რომლმაც დაასკვნა, რომ ზოგიერთი ჟურნალისთვის ცნობილი არ იყო პუბლიკაციების სფეროში არსებული საერთაშორისო ეთიკური სტანდარტები. კულეშოვა სხვა შემთხვევებსაც ახსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში: „ ხელისუფლებაში არიან ისეთებიც, ვისთვისაც გაუგებარია, როგორ გაბედა ვინმემ მათთვის ეთქვა, რომ არ არის კარგი სხვისი ნაშრომის მოპარვა. ისინი არიან პლაგიატორები და, ამასთან, დეპუტატები, პოლკოვნიკები და ასე შემდეგ“.




ძველ, 2014 წლის, ინტერვიუში, რომელიც კომერსანტმა გამოაქვეყნა, რუსეთის განათლების მაშინდელი მინისტრი, დმიტრი ლივანოვი (ის მინისტრი იყო 2012-2016 წლებში), ამბობდა, რომ რუსეთის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა. „ამ საქმეში ჩაუხედავი ხალხი იფიქრებს, რომ ყველა მკვლევარი ცრუ და მატყუარაა“, უთხრა გაზეთს ლივანოვმა.


„ტაიმი“ კი ოდნავ უფრო ადრე, 2013 წელს, წერდა, რომ რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემაში ეს სენი წლების განმავლობაში იყო ფესვებგადგმული. გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნის ბევრ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შეჰქონდა თავის ავტობიოგრაფიაში გაყალბებული დიპლომები, ან დისერტაციებს იწერდნენ სხვისგან, ან კიდევ საშუალო ზომის მანქანის ფასს იხდიდნენ სადოქტორო ნაშრომში.


პუტინს რაც შეეხება, მისი ოფიციალური ბიოგრაფიით, მან ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს დაამთავრა სამართლის განხრით, 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის სფეროში უკვე სანქტ-პეტერბურგის სამთო ინსტიტუტში თემაზე: "რეგიონის მინერალური და ნედლეულის ბაზის რეპროდუცირების სტრატეგიული დაგეგმვა ბაზრის ურთიერთობის ფორმირების პირობებში". რადიო თავისუფლებას შარშან ინსტიტუტის რექტორის, ვლადიმირ ლიტვინენკოს, შვილმა, ოლგა ლიტვინენკომ, უამბო, თუ როგორ დაუწერა მამამისმა პუტინს საკანდიდატო დისერტაცია, სამაგიეროდ კი, პუტინმა ის ინსტიტუტის - შემდგომ უნივერსიტეტის - რექტორად დანიშნა. ოლგა უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე იყო და, ამდენად, თვალყურს ადევნებდა ყველა ნაბიჯს. აქვე გეტყვით, რომ ამავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია იგორ სეჩინმა, ფილოლოგმა-რომანისტმა, ეკონომიკის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტის სფეროში.


ოლგა ლიტვინენკო იცნობს საქმის დეტალებს. მაგრამ საკუთრივ პლაგიატი დისერტაციაში გამოვლინდა 2005 წელს, როცა ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შრომის საკვანძო ნაწილის 20 გვერდიდან 16 ასლი იყო ნაშრომიდან „სტრატეგიული დაგეგმვა და პოლიტიკა“, რომელიც 1978 წელს გამოქვეყნდა და ეკუთვნის პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორებს, უილიამ კინგსა და დევიდ კლილანდს. „თავის ნაშრომში პუტინმა დაწერა, ალბათ, მხოლოდ ერთი-ორი გვერდი, ამბობს იგორ დანჩენკო, უფროსი მკვლევრის ასისტენტი, რომელმაც აღმოაჩინა პუტინის პლაგიატორობა. მისი თქმით, პუტინს არასოდეს უთქვამს საჯაროდ, რომ ფლობს სამეცნიერო ხარისხს ეკონომიკის სფეროში და არც მის მიმართ პლაგიატში ბრალდების წაყენებაზე გამოუხატავს რეაქცია.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net