Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


არის თუ არა პოლიცია დამნაშავე იმაში, რომ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა?  

15 წლის მოზარდი 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისი დაკითხვა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს რამ მიიყვანა მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე, მეორე მხრივ, კი უნდა გასცეს პასუხი კითხვას, მოხდა თუ არა მასზე ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში, რაშიც ოჯახი დარწმუნებულია.


„აბა დამიჭირე“ - ეს ერთ-ერთია იმ წარწერებს შორის, რომელიც 10 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს წითელი საღებავით დახვდათ კედელზე მიწერილი. როგორც რადიო თავისუფლებას “მწვანე სკოლის” დირექტორი ბაკურ სულაკაური უყვება, ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. მოზარდი, რომელიც ახლა კომაშია, პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით იპოვა.




"ეს ბავშვი გასულ წელს რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენ სკოლაში, შემდეგ გადავიდა. ჩანაწერებიდან ჩანდა, როგორ გადმოვიდა სკოლის ტერიტორიაზე სიბნელეში. ვერ ავხსენით, რატომ დააზიანა ინფრასტრუქტურა. ჩვენც ძალიან გაკვირვებულები ვიყავით”, - ამბობს ბაკურ სულაკაური. მისი თქმით, ეჭვმიტანილის პოვნის შემდეგ დაკითხვის დეტალებსა და სხვა გარემოებებზე მას ინფორმაცია აღარ აქვს.






რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში?

მოზარდი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე პირველად 10 დეკემბერს, 17:00 საათზე მიდის და იქ 6 საათს ატარებს, მეორე დღეს კი - ერთ საათს. კანონის შესაბამისად, მის დაკითხვას დედა ესწრება, თუმცა ორჯერ, თითო-თითო საათით დოკუმენტების მოსატანად უწევს გასვლა, რა დროსაც მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მარტო რჩება. 


რევაზ აჭარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც  ოჯახის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უყვება, თუ რა მოხდა დედის არყოფნის პერიოდში: „პოლიციის განყოფილებაში ბავშვი სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა პირმა ცალკე გაიყვანა. ის უკან მალე გამოვიდა, თუმცა იყო ატირებული, ბევრად უფრო განერვიულებული და დათრგუნული“.


ოჯახის წევრების გამოკითხვის შედეგად საია განცხადებაში წერს - “არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება”. 


რადიო თავისუფლება დაშავებული მოზარდის ძმას ესაუბრა.  


“რთულ მდგომარეობაშია ჩემი ძმა. ოპტიმისტურ იმედს არ გვაძლევენ. მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. გამოღვიძებაზე საუბარიც კი არ არის. ბოლოს მას წინა დღეს განყოფილებაში ტელეფონით ვესაუბრე, რადგან თბილისში არ ვიმყოფებოდი. მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი. დაკითხვებზე დედა ახლდა, თუმცა მასთან ამ თემაზე ვერ ვსაუბრობ. ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია”, - ეუბნება დაშავებული მოზარდის ძმა რადიო თავისუფლებას. 


საია-ს ინფორმაციით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარება, თუმცა  დახმარება მას არ აღმოუჩინეს.


ის, რაც ვიცით გამოძიების შესახებ  

13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. სწორედ ამ უწყებამ გადაიბარა გამოძიება ორივე მუხლით, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (115-ე მუხლი) ასევე ჩვენების მიცემის იძულების (335-ე მუხლი) შესახებ. 


“სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის მიზნით”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. 




13 დეკემბრამდე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანს სავარაუდოდ დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. საია-ს განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურებულიყო.


ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციის განყოფილებამ მაინც მოასწრო გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების წარმოება. “მათ მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და სხვა მასალები ამოიღეს. იმედი გვაქვს არაფერია დაზიანებული ან განადგურებული ამ კომპიუტერიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისგან მივიღეთ დაპირება, რომ განყოფილებიდან ყველა მტკიცებულებების გადაბარება მოხდება”, - ამბობს ადვოკატი.


ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში და აქვს თუ არა მას მართლაც კავშირი მოზარდის  თვითმკვლელობის მცდელობასთან. 


 

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net