აჰმეთ დავუთოღლუმ დააფუძნა ერდოანის მეტოქე პოლიტიკური პარტია
„დღეს ვაფუძნებთ ჩვენს პარტიას და ვაცხადებთ, რომ მომავალი ეკუთვნის ხალხს, მომავალი ეკუთვნის თურქეთს“, - თქვა დავუთოღლუმ.
60 წლის აჰმეთ დავუთოღლუ ერდოანის დიდი ხნის მოკავშირე იყო, მისი გადადგომა AKP-ისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.
დავუთოღლუ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2009-14 წლებში, 2016 წლამდე კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს ის ერდოანმა პირადად შეარჩია თავისი პარტიის ლიდერად. დავუთოღლუმ AKP-ს 2015 წლის არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა.
2016 წელს მას უთანხმოება მოუვიდა ერდოანთან და იძულებული გახდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა.