Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

რა უნდა ვიცოდეთ მოსკოვის "კონფლიქტების გაყინვის" ტაქტიკაზე

რა უნდა ვიცოდეთ მოსკოვის

პარიზში, ელისეს სასახლეში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის წინ, ბევრი კითხულობს, თუ რა გრძელვადიანი მიზანი ამოძრავებს მოსკოვს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაფლულ აღმოსავლეთ უკრაინაში.

დღის წესრიგის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მიმდინარე „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა, რომელსაც 9 დეკემბერს  პირველად ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოკუსირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ესაა "ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოწესრიგების გზით სეპარატიზმის პრობლემის გადაჭრა უკრაინის ამბოხებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში".

მაგრამ ეს საკმაოდ რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. სეპარატისტებისადმი მორალური, ეკონომიკური თუ ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერით მოსკოვი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ატარებს სამეზობლოში.

კრემლის ტაქტიკა სხვა - დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - გაყინული კონფლიქტების მიმართ საკმაოდ არასახარბიელო მომავალს უქადის აღმოსავლეთ უკრაინას.

თავისიანებისადმი დაუნდობელი სხვათა ქომაგი

 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი იმპერია, სადაც სასტიკად იკრძალებოდა ეროვნული საკითხების წამოჭრა, სეპარატისტულმა მოძრაობამ მოიცვა, ახალ დამოუკიდებელ რესპუბლიკებში ეთნიკური და ენობრივი პრობლემების შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობა მალე შეიარაღებული კონფლიქტებში გადაიზარდა.

თავად რუსეთი უსასტიკესად დაუპირისპირდა სეპარატისტებს თავის ტერიტორიაზე. ამის მაგალითია ორი საომარი კამპანია ჩეჩნეთში, სადაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის ყველა ელემენტი გამოიყენა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი ხელისუფლების გასანადგურებლად.

 

მაგრამ სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებში მოსკოვი აშკარად უჭერდა მხარს "სეპარატისტული ძალების თვითგამორკვევის უფლებას".

საქართველოში რუსეთი დაუფარავად ემხრობოდა შავი ზღვისპირა აფხაზეთისა და კავკასიის მთების კალთებზე მდებარე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ძალებს.

ეთნიკურად და ენობრივად ქართველებისგან განსხვავებულმა აფხაზებმა და ოსებმა 1990 წელს საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და იარაღით ებრძოდნენ საქართველოს სამთავრობო ჯარებს.

ეს ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობა დადო.

2008 წელს  რუსეთმა მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა გადაისროლა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხუთ დღეში დაამარცხა საქართველოს ჯარი და  სეპარატისტული რეგიონების ოკუპირება მოახდინა. მიუხედავად ევროპის შუამავლობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთმა რამდენიმე კვირაში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.  

 

მეზობელ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის მეტწილად რუსულენოვან ავტონომიაში, მოსკოვი მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალე დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც 1991-92 წლებში მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი.

სეპარატისტებთან ერთად მოლდოვის არმიას წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. 1992 წელს დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, ბრძოლა შეწყდა, მაგრამ  კონფლიქტი დნესტრისპირეთში დაკონსერვებულია. კიშინიოვი ვერ აკონტროლებს რეგიონს, სადაც რუსეთი თავის სამხედრო ძალას ისევ ინარჩუნებს.

სეპარატიზმი უკრაინაში მოგვიანებით აღმოცენდა, 2014 წლის დასაწყისში, როდესაც, კიევის ცენტრში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად, პროევროპულმა ძალებმა ქვეყნიდან განდევნეს მოსკოვის მეგობარი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. რუსეთმა ხელისუფლებიდან იანუკოვიჩისი ჩამოშორებას მალევე უპასუხა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით, პარალელურად კი რუსულენოვონ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტული ამბოხების მხარდაჭერით.

ცენტრსა და რეგიონებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მაისში დონეცკმა და ლუგანსკმა ე.წ. დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკების შექმნა გამოაცხადეს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

ბრძოლა გულისა და გონებისათვის

 

მოსკოვს არაერთი ბერკეტი აქვს სხვადასხვა ცხელ წერტილში სეპარატიზმის გასაძლიერებლად. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მხარდაჭერა. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში, რომელსაც „საბჭოთა რივიერას“ (სანაპიროს) უწოდებდნენ, მილიონობით რუსი ტურისტი ისვენებდა, ხოლო სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა მჭიდროდ იყო ინტეგრირებული კავკასიის გადაღმა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთთან.

მოლდოვის დნესტრისპირეთში კი ფოლადის გადამამუშავებელი წარმოება და ელექტროსადგურები რუსეთიდან მიღებულ იაფ ბუნებრივ აირზე მუშაობენ.  

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა რუსეთის პასპორტებს ფლობს, მოსკოვისგან იღებს სოციალურ დახმარებასა და პენსიებს.

აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ რუსეთი ამავე „თაფლაკვერის“ პოლიტიკას იყენებს: ყოველწლიურად მოსკოვი 100-ზე მეტ ჰუმანიტარულ კოლონას გზავნის დონბასის რეგიონში, სეპარატისტები უწყვეტად ღებულობენ სამედიცინო და სასურსათო დახმარებას.

ბოლო წელს რუსეთმა დაიწყო პასპორტების დარიგების კამპანია აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, სადაც დღეისათვის უკვე გაცემულია 17 ათასი პასპორტი.

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების გადაჭრა, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული.

და მაშინ, როცა საერთაშორისო მონიტორების მანდატი არ ვრცელდება სეპარატისტულ რეგიონებზე, რუსეთის სამხედრო ძალები იქ  მძლავრად არიან წარმოდგენილი და შეუზღუდავად მოქმედებენ.  

გაყინული კონფლიქტები და მინელებული ინტერესი

გაყინული კონფლიქტების არსებობა და ტერიტორიული დავები  აბრკოლებს საქართველოსა და მოლდოვას როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციას. 

დაუსრულებელი მოლაპარაკებების პროცესი არ იძლევა ხელშესახებ შედეგს.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მაინც გამორჩეულია რამდენიმე არსებითი მომენტის გამო. ესაა უკრაინის ვეებერთელა ტერიტორია, მოსახლეობის რაოდენობა, ევროკავშირთან სიახლოვე, დასავლეთის უფრო მძლავრი მხარდაჭერა და სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, რაც რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება.

ამავე დროს, ამ ეს განსხვავებულობა ასევე გაართულებს მოლაპარაკებებს უკრაინის შემთხვევაში.

უკრაინაზე ზომით გაცილებით პატარა და სტრატეგიულად  ნაკლები მნიშვნელობის საქართველოს გარშემო 2008 წლიდან დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსია, დღემდე უშედეგოდ გრძელდება. თვის ბოლოს ჟენევაში  დისკუსიის 50-ე რაუნდი გაიმართება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Май спрогнозировали россиянам синоптики



Жизнь

Работники СЛД «Узловая» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие региональном этапе «Время молодых. Работники»






Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире
Москва

Путин посетил пасхальную службу в храме Христа Спасителя в Москве


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Баста: если Акинфеев на десять минут выйдет за «СКА‑Ростов», мы все будем плакать



Москва

Обзор «Чазовского» дома в районе Крылатское в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net