ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ირანის საკონსულოს
ვრცელდება ცნობები, რომ ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ირანის საკონსულოს შენობას.
ინციდენტი 27 საღამოს, გვიან საღამოს მოხდა, თითქმის ორ თვეში მას შემდეგ, რაც ერაყის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, კორუფციის და საზოგადოებრივი სერვისების ჩავარდნის გამო.
დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოდიან, რომელსაც ისინი თეირანისგან დავალებულად მიიჩნევენ.
340 ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს გამოსვლები დაიწყო.
ერაყში უმრავლესობას შიიტების წარმოადგენენ, ისევე, როგორც მეზობელ ირანში.