Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

IRI-ის დასმული დიაგნოზი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა სურათი, რომელიც, შესაძლოა, ნათელს ჰფენდეს საქართველოს დღევანდელი მძიმე ვითარების მიზეზებს. როგორც IRI-ის კვლევიდან ირკვევა, ხალხი ნეგატიურად აფასებს საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლოს - მუშაობას, თუმცა, იმედგაცრუებისა და სხვა არაერთი მიზეზის გამო, არასათანადოდ რეაგირებს მასზე.

 

რესპუბლიკა განსაცდელის წინაშე

2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ უკიდურესად დაბალია პრემიერ-მინისტრის ოფისის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სასამართლოს მოწონების მაჩვენებელი. პრემიერ-მინისტრის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 34 %, ხოლო უარყოფითად - 56 %; პარლამენტისას დადებითად - 37 %, უარყოფითად - 58 %; პოლიტიკური პარტიებისას, შესაბამისად, 28 % და 63 %; სასამართლო ხელისუფლებისას კი - 25 % და 57 %.

სასამართლო ხელისუფლების ნდობის მაჩვენებელი, საერთოდ, ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ პროფკავშირებს (22 %) უსწრებს. უკიდურესად დაბალია (ბოლოდან მესამე ადგილი) პრეზიდენტის ინსტიტუტის მაჩვენებელი - 27 %, მაშინ როცა არმოწონების (70 %) მიხედვით პრეზიდენტი ყველა სხვა ინსტიტუტს უსწრებს.

რაც შეეხება ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ინსტიტუტებს, პირველი სამეული ასეთია: ჯარი (86 %), ეკლესია (85 %), მედია (72 %).

ეკლესია და ჯარი პირველი სამეულის უცვლელი წევრები არიან, თუმცა ეკლესიის ნდობის მაჩვენებელმა, 2019 წლის მაის-ივნისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, მთელი 4 %-ით დაიკლო. სავარაუდოდ, კლების ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზრდება მომდევნო კვლევაში, რადგანაც მასში აისახება წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრეს, მამხილებელი განცხადებები და სასულიერო პირების სექს-სკანდალების გამჟღავნება.

 

ბოლო ჟამის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს პერსონალურადაც ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს. სალომე ზურაბიშვილს დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 23 % აფასებს, უარყოფითად კი - 70 %.

სულ IRI-ის კითხვარში 20 პოლიტიკოსის გვარია შეტანილი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მე-17 ადგილზეა და მოწონების თვალსაზრისით მხოლოდ კახა შარტავას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ლევან იოსელიანს უსწრებს.

რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ამ პარამეტრით სალომე ზურაბიშვილი ერთპიროვნული ლიდერია: მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 70 %, მცირედით ჩამორჩება ზურაბ ჯაფარიძე - 66 %, ირმა ინაშვილი, გიგი უგულავა და ნინო ბურჯანაძე, შესაბამისად, 59-59 %.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, კატასტროფული მაჩვენებელი ზუსტად უპასუხებს მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი. ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ წინააღმდეგი იყო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტისა, რაც აისახა კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტია. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მაღალ რეიტინგს, შესაძლოა, კვლავ გაეჩინა პროტესტი იმის გამო, რომ მომავალი პრეზიდენტი ხალხის ნაცვლად სპეციალურმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა და IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მშვიდად იყოს.

 

ბაქრაძის ამოუხსნელი ფენომენი

IRI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ, დადებითი დამოკიდებულების მიხედვით, ლიდერობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლსაც გამოკითხულთა 57 % აფასებს დადებითად, 36 % კი - უარყოფითად. შემდეგ მოდის კახა კალაძე (თბილისის მერი): 49 % - დადებითად, 42 % - უარყოფითად; დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი): 47 % - დადებითად, 41 % - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძე („გაერთიანებული ოპოზიცია“): 41 % - დადებითად, 50 % - უარყოფითად.

ნიშანდობლივია, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, მიუხედავად „რეიტინგში“ მაღალი ადგილისა, არ ენდობა IRI-ის კვლევას. კახა კალაძე, როგორც თვითონ ამბობს, ენდობა მხოლოდ ხალხს, რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა აქვს, და ენდობა არჩევნების შედეგებს. შესაძლოა, კახა კალაძეს უხერხულობას უქმნის ის გარემოება, რომ მას ბევრად კარგი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (39 % - დადებითი, 59 % - უარყოფითი) და თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს (32 % - დადებითი, 57 % - უარყოფითი).

დავით ბაქრაძისადმი გამოკითხულთა პოზიტიურ დამოკიდებულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს მისი თანმიმდევრულობა, არააგრესიულობა, რომლითაც გამოირჩეოდა როგორც ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, თუმცა ოპონენტები მოწონების რეიტინგში ბაქრაძის ლიდერობას კიდევ უფრო მარტივად, კვლევის ავტორთა ტენდენციურობით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

 

ოპოზიციის ჯამური უპირატესობა

IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად მოწონებული პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის, პარტია, „ევროპული საქართველო“, მხოლოდ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. შეკითხვაზე, არჩევნები რომ ტარდებოდეს კვირას, რომელ პარტიას მისცემდი ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: 1. „ქართული ოცნება“ – 23 %; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 %; 3. „ევროპული საქართველო“ – 5 %; 4. „ლეიბორისტული პარტია“ – 5 %; 5. „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %; 6. „ახალი საქართველოსთვის“ – 2 %; 7. ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 %; 8. „ლელო“ – 2 %; 9. „გირჩი“ – 1 %; 10. „შენების მოძრაობა“ – 1 % და სხვა - 1 %.

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მოწონების პერსონალურ რეიტინგში „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, მხოლოდ დავით ბაქრაძესა და კახა კალაძეს ჩამორჩება, მაშინ როცა საკუთრივ პარტია ბოლო ადგილზეა.

კვლევის ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ოპოზიციის მაღალი ჯამური რეიტინგია. ოპოზიციურ პარტიებს, ჯამში, ამომრჩეველთა 41 % უჭერს მხარს, მაშინ როცა მმართველი პარტიის ანალოგიური მაჩვენებელი 23 %-ია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ამგვარ „ჯამურ უპირატესობას“ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში აქვს აზრი. ალბათ, ამის გამო იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირება და უარი თქვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ ხალხი ვერ ერკვევა საარჩევნო სისტემების დეტალებში და მისთვის სულ ერთია როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, როგორც ჩანს, საფუძველს არის მოკლებული, რაზეც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებიც მეტყველებს: მოსახლეობის 78 %, რომელსაც სმენია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას.

"დამატებით, გამოკითხულთა 58 % მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“, - წერია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის დოკუმენტში.

 

„არაფერი“, როგორც ხელისუფლების მთავარი მიღწევა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 36 %-მა არ იცის (ან არ აქვს პასუხი), რა არის მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, 21% კი ფიქრობს, რომ "არაფერი".

გამოკითხულთა 13 % მოქმედი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 4-4% - ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ძალადობაზე უარის თქმას, განათლებას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, 3-3% კი - გზების გაუმჯობესებას, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას. 2 %-ს პენსიების გაზრდა მიაჩნია ხელისუფლების მთავარ მიღწევად, ხოლო 1 %-ს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გაშვება.

რა არის ხელისუფლების ყველაზე დიდი ჩავარდნა? - ამ შეკითხვის პასუხად გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მთავარი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა, 8 %-თვის - ლარის გაუფასურება; „20 ივნისის მოვლენები“ მთავარ ჩავარდნად მიაჩნია 7 %-ს, ეკონომიკური კრიზისი - 6 %-ს, მცოცავი ოკუპაცია - 5%-ს; შემდეგ 4-4 %-ით მოდის უმუშევრობა და სიღარიბე. მხოლოდ გამოკითხულთა 2 % ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია ჩავარდნა, 28 %-ს კი არ აქვს კითხვაზე პასუხი.

IRI-ის კვლევის ამ მონაცემებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ცუდად ასრულებს დაპირებებს, თუმცა დიდად არც არაფერს ჰპირდება და, შესაბამისად, არც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს და არც ჩავარდნები.

 

რუსეთი - მუდმივი მეზობელი

როგორია რუსეთისადმი დამოკიდებულება?

IRI-ის მიხედვით, მეზობელ ქვეყანასთან დიალოგის გაღრმავებას მხარს სრულად უჭერს გამოკითხულთა 48 %, ნაწილობრივ დიალოგს - 26 %.

რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგია 12 %, ნაწილობრივ წინააღმდეგი - 9 %.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს გამოკითხულთა 46 % უჭერდა. ამასთან, ეს მაჩვენებელი განუხრელად იკლებს ბოლო ათი წლის განმავლობაში, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად დაფიქსირდა.

რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას დადებითად აფასებს მხოლოდ 7 %, ხოლო ნაწილობრივ დადებითად - 27 %. ბევრად მაღალია იმათი რაოდენობა, ვინც უარყოფითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას: 24 % - ძალიან უარყოფითად, 32 % - ნაწილობრივ უარყოფითად.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 % თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი ახლაც გრძელდება. 15 %-ის აზრით, აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება განახლდეს. მხოლოდ 4 % მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საბოლოოდ დასრულდა.

რაც შეეხება საგარეო კურსს. როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი? - ამ კითხვას გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ კურსი უნდა იყოს მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლურ კურსთან ერთად უნდა შენარჩუნდეს რუსეთთან ურთიერთობაც. მხოლოდ 2 % ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს პრორუსული.

 

საით მივდივართ?

საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 68 %, მხოლოდ 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 10 %-მა კი არ იცის, ვითარდება საქართველო თუ არ ვითარდება.

66 % თვლის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა ეკონომიკა, 45 %-ს მიაჩნია, რომ გაუარესდა კრიმინალთან ბრძოლა, 39 %-ის აზრით, გაუარესდა კორუფციასთან ბრძოლა, 33 % მიიჩნევს, რომ გაუარესდა ეროვნული უსაფრთხოება... თუმცა, ვითარების გაუარესების

აღქმის ამგვარი მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პარტიებს შორის მაინც მმართველი პარტია ლიდერობს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

«Северная красота» пусков Плесецка



VIP

Создание сайта. Создание сайта с нуля. Создание веб сайта.




Українські новини

Estischool - Школа за британською програмою



Новости 24 часа

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"



Game News

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Москва

Осторожно, Москва: в столице эвакуируют торговый центр Columbus



News Every Day

UFC plans to be ‘flexible’ in next broadcast rights deal, including potential end to traditional PPV



Блоги

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ



Москва

Relax-медитация пройдет в Москве, Тюмени, Омске, Казани и Сочи



Песня

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.



Москва

«Осторожно, Москва»: ТЦ Columbus эвакуировали по неизвестным причинам



Людмила Самсонова

Самсонова победила Фернандес и вышла в третий круг турнира в Страсбурге



Москва

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала



Россия

Москва возглавила рейтинг качества жизни среди регионов России



Симферополь

Книжная тематическая полка « Русский писатель марийской земли»



Москва

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения



Москва

В московской мэрии не планируют запрещать самокатам ездить по тротуарам



Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о перспективах развития туризма в Ингушетии





Путин в России и мире
Москва

Кадыров пригласил Путина посетить Чечню


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Среди петербургских музыкантов СМИ чаще всего упоминают Розенбаума и Шклярского



Москва

Relax-медитация пройдет в Москве, Тюмени, Омске, Казани и Сочи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net