ყობის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობს. ოკუპაცია და ბორდერიზაცია - ქვეყნის მთავარი გამოწვევა
მძიმე ტექნიკა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის სიახლოვეს ყოველდღე მუშაობს. ყობს ოკუპირებული სოფელი წნელისი ესაზღვრება, წნელისიდან კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩორჩანის ტყეში შევიდნენ და იქ ორი ე. წ. საგუშაგო დადგეს.