"ორი ინტერესი ეჯახება ერთმანეთს - კერძო მესაკუთრისა და საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი, რომელსაც სურს, რომ ტყეპარკი თბილისს შეუნარჩუნოს"
დიღმის ტყეპარკის დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება. ერთ მხარესაა კერძო მესაკუთრის უფლებები და ინტერესი - საკუთარი ბიზნეს-მიზნებისთვის გამოიყენოს გამწვანებული ტერიტორია და ააშენოს იქ სარესტორნე კომპლექსი, მეორე მხარესაა მწვანე ზონის შენარჩუნების საჯარო ინტერესი.