ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებდა ყოფილი ცოლის მოკვლას
როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატმა ამბობს: „ფაქტია, მოხდა მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“.
კითხვაზე, რატომ მივიდა ბრალდებული ყოფილ ცოლთან მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.
„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“.
გორის რაიონული სასამართლო ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.