არასრუწლოვნები დააკავეს “ზუმერის“ გაქურდვის ბრალდებით
სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.