თბილისში იპოვეს მიტოვებული ჩვილი
18 სექტემბერს თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მოქალაქემ, სტუდენტმა მიტოვებული ჩვილი იპოვა. ერთ თვემდე ასაკის ახალშობილი საბავშვო კალათაში იყო მოთავსებული. კალათაში იდო ასევე საფენები და დედის წერილი. წერილში ქალი წერდა, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.