Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„უთხარით მაინც, რომ რადიაციული საფრთხე არ არსებობს“

რუსეთის ჩრდილოეთში, არხანგელსკის ოლქში მდებარე ნავსადგურ სევეროდვინსკის მცხოვრებლები შეშფოთებული იყვნენ  ზღვაში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე  ორიოდე დღის წინ მომხდარი ავარიის გამო. ინციდენტის  შედეგად არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არამედ მცირედ  გაიზარდა რადიაციის დონე.


ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ თავიდან  დაადასტურა, მაგრამ მოგვიანებით თავის საიტზე გამოქვეყნებული ცნობა წაშალა. შეშფოთებულმა მოქალაქეებმა  აფთიაქებს მიაკითხეს და იოდი მოიმარაგეს. რამდენიმე საათში გაიყიდა იოდისა და მისი შემცველი მედიკამენტების მთელი მარაგი. სუფთა იოდი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის ფარისებრ ჯირკვალში დალექვას. თუ დასხივებული იოდი მოხვდა ფარისებრ ჯირკვალში, დროთა განმალობაში ის კიბოს ალბათობას აძლიერებს. სევეროდვინსკელებმა იციან  ჩერნობილის კატასტროფის შესახებ და  გაუგონიათ, რომ გავრცელებულმა  რადიაციამ მაშინ  უდიდესი ზიანი მიაყენა ადამიანებს.




 „როსატომმა“ შაბათს განაცხადა, რომ აფეთქების დროს მისი ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. უწყების ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა დაღუპული კოლეგების დასაფლავებაზე, საროვში, გასაიდუმლოებულ ქალაქში, თქვა, რომ ისინი ტრაგიკულად დაიხოცნენ ახალი სპეციალური აგრეგატის გამოცდისას. ვიაჩესლავ სოლოვიოვმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა  სამეცნიერო სფეროში, ადგილობრივი ტელევიზიით  განაცხადა, რომ დაღუპულები „როსატომს“ დასაქმებული ჰყავდა  თავდაცვის სამინისტროსთვის  ენერგიის დაბალი სიმძლავრის ისეთი წყაროების განვითარებაში, რომლებიც რადიოაქტიურ მასალებს მოიხმარენ.  სოლოვიოვის თქმით, მომხდარ ფაქტს დეტალურად იკვლევენ, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი.


იგივე „როსატომი“ იტყობინებოდა, რომ აფეთქება მოხდა რაკეტის ბირთვული იზოტოპის ენერგიის წყაროზე მომუშავე ძრავის საცდელი გაშვებისას. საცდელი პოლიგონი, სადაც ატომური წყალქვეშა ნავების რაკეტებს ცდიან და სადაც  წარუმატებელი გამოცდა ჩატარდა,  სანავსადგურო ქალაქ სევეროდვინსკიდან 40 კილომეტრშია, თეთრ ზღვაში.  


საფიქრებელია, რომ ცდიდნენ ახალი ტიპის რაკეტას, რომელზეც პუტინმა ილაპარაკა შარშან, მარტში, პარლამენტისადმი მიმართვაში. მან თქვა, რომ რუსეთი ავითარებს ფრთოსან რაკეტას, რომელსაც ბირთვული ძრავა ექნება. ეს იქნება პატარა, მაგრამ მძლავრი ბირთვული ძრავა, რომელიც შესაძლებელი იქნება დამაგრდეს რაკეტაზეო, განაცხადა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დაიტრაბახა, რაკეტები 2017 წელს გამოიცადა, შეუზღუდავი მოქმედების სიშორე აქვთ და სარაკეტო თავდაცვის ვერც ერთი სისტემა მათ ვერ მისწვდებაო.


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 12 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რუსეთში რაკეტის  წარუმატებელმა გამოცდამ შესაძლებლობა მისცა ამერიკელ სპეციალისტებს ახალი, არცთუ მცირე ინფორმაცია მიეღოთ. ტრამპი წერს  ტვიტერით და იტყობინება:


„ჩვენც გვაქვს მსგავსი ტექნოლოგია, მაგრამ უფრო დახვეწილი. რუსეთის „Skyfall-ის“  აფეთქებამ ხალხი შეაშფოთა ჰაერის დაბინძურების გამო არა მხოლოდ პოლიგონის მახლობლად, არამედ მისგან მოშორებითო“.   


ნატო „SSC-X-9 Skyfall-ს“   უწოდებს რუსეთში წარმოებულ ფრთოსან რაკეტას, სახელწოდებით „9M730 Burevestnik”“, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ძრავით არის აღჭურვილი და უნარი აქვს გადაიტანოს ბირთვული მუხტი. ტრამპის კომენტარი პირველი რეაქცია იყო აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან.


„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერდა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით, რუსეთმა შესაძლოა გამოსცადა ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტაო. იგივე წყარო  ვარაუდობს, რომ აფეთქება ჩერნობილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია იყო.


პრესა იტყობინება, რომ ამერიკელ ექსპერტებს არა აქვთ იმის დასტური, რომ რუსეთმა შეძლო შეექმნა მოქმედი სარაკეტო ბირთვული ძრავა. მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარუმატებელ გამოცდაზე მიუთითებს. 10 აგვისტოს, აფეთქებიდან ორ დღეში,  „როსატომმმა“ აღიარა, რომ ინციდენტში ბირთვული ელემენტები იყო გარეული.




თავდაცვის სამინისტრომ თავიდანვე უარყო მავნე ნივთიერებების გაჟონვა. ქალაქის მმართველობამ დაადგინა რადიაციის დონის გაზრდა და გაავრცელა კიდეც ცნობა, მაგრამ ის მალევე - პარასკევს, 9 აგვისტოს -  გააქრეს მთავრობის ვებსაიტიდან.


 რუსეთის ხელისუფლება, საბჭოთა ტრადიციის შესაბამისად, მსგავსი ინციდენტების თაობაზე ინფორმაციას ან  საერთოდ არ ავრცელებს, ან იძლევა ძალიან მწირ ცნობას.   ასე იყო ადრეც,  1986 წელს, როცა უკრაინაში - ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე - მომხდარი კატასტროფული აფეთქების შესახებ მოსახლეობამ დღეების შემდეგ შეიტყო.


რუსეთის მეორე ქალაქის, ვლადიმირ პუტინის ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის, ქალაქის საბჭოს წევრმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, ათეულობით ადამიანი რეკავს და გვეკითხება რადიაციული საფრთხის თაობაზეო. ხალხს სჭირდება სანდო ინფორმაცია და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ საფრთხე არ არსებობს და არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, გამოაცხადონ ეს ოფიციალურად, რომ ხალხი დამშვიდდესო.


დასავლეთის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ იმ არეალში,  თეთრი ზღვის სანაპიროზე, სოფელ ნიონოქსის მახლობლად, სადაც 8 აგვიტოს  აფეთქება მოხდა, შენიშნეს ტანკერი „სერებრიანკა“, რომელიც თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებითა და შენახვით არის დაკავებული. ტანკერს უწევს გამოცდის შემდეგ გატყორცნილი რაკეტის ნაწილების შეგროვება.


ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა მონტერეიში მოქმედი მიდლბერის  საერთაშორისო კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ აზიაში გაუვრცელებლობის პროგრამის დირექტორმა, ბირთვული იარაღის ექსპერტმა ჯეფრი ლუისმა, რომელმაც ტანკერს მიაკვლია პროექტ „პლანეტის თანამგზავრის“ ფოტოსურათზე.  სტატიაში, რომელიც Foreign Policy-ში დაიბეჭდა,  წაიკითხავთ, რომ ახალი გამალებული შეიარაღება, ალბათ, მოიტანს მეტ ავარიას გამოცდების დროს. ფრთოსანი რაკეტები ბირთვული ძრავით აღმაშფოთებელი იდეაა, რომელიც აშშ-მა დიდი ხნის წინ უარყო, როგორც ტექნიკური, სტრატეგიული და ეკოლოგიური კოშმარი,  მაგრამ პუტინის რუსეთში სხვაგვარად ფიქრობენო, განაგრძობს ლუისი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ხსენებულ კვლევით ცენტრში მეთვალყურეობას უწევს მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელებას.


ლუისსა და მის კოლეგებს ამ არეალის მეთვალყურეობის დროს გაუჩნდათ შეკითხვა,  ხომ არ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი Skyfall-ის გამოცდისას. “მალევე დავადგინეთ, რომ გვაქს საკმარისი საფუძველი, ასე გვეფიქრაო“, წერს ბირთვული იარაღის მკვლევარი და ეს, სრულად თუ არა,   ნაწილობრივ მაინც დაადასტურა „როსატომმა“  უკვე შაბათ-კვირას, მომხდარიდან ორ დღეში, როცა განაცხადა, რომ ხუთი თანამშრომელი დაეღუპა ავარიის შედეგად.


  „რაკეტის გამოცდა მოხდა  ზღვაში მდებარე პლატფორმაზე“, წერდა „როსატომი“ და ძუნწად აღწერდა მომხდარს. „გამოცდის დასრულების შემდეგ აალდა რაკეტის საწვავი, რასაც მოჰყვა აფეთქება. აფეთქებისას რამდენიმე თანამშრომელი ტალღამ ზღვაში გადაისროლა“, იტყობინებოდა უწყება, რომელსაც არ უხსენებია, რა გამოსცადეს ან რამ გამოიწვია ავარია, მხოლოდ წაიკითხავდით: „მოხდა ფაქტორების თანხვედრა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოცდისას წარმოიქმნება ხოლმე“.


 ჯეფრი ლუისი  წერს, რომ   გამალებული შეიარაღების საფრთხეზე როცა ვფიქრობთ, ვფიქრობთ კატასტროფის შესაძლებლობაზე, კატასტროფისა, რომელიც ბოლოს მოუღებს ცივილიზაციას. მართალია,  ცივი ომი არ დასრულებულა დიდი მასშტაბის კატასტროფით, მაგრამ მან ბევრს მოუტანა პატარა კატასტროფების მთელი წყება.  ჰკითხეთ გარემოს დამცველებს რუსეთში,  ან ჰკითხეთ მათ,  ვინც როკი ფლეტის ან ჰენფორდის (რადიოაქტიური მასალების საწარმოები აშშ-ში  - რ.თ.), ან სხვა უამრავი დასახლებული პუნქტის მახლობლად ცხოვრობდა აშშ-ში,  რის ხარჯზე ხდება ბირთვული გამალებული შეიარაღება, წერს ლუისი და აღნიშნავს, რომ ხანდახან იმდენად ძლიერად ვამახვილებთ ყურადღებას საშინელ ამბებზე, რომ გვავიწყდება ის საშინელი ამბები, რომლებიც სინამდვილეში მოხდა ცივი ომის დროს.  ეს ის ამბებია, რომლებიც ხშირად ხდება, როგორც „როსატომმა“ მშრალად დაწერა,  „ტექნოლოგიების გამოცდისას“.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net