ქართველი წყალბურთელები პლეი ოფში გერმანელებს შეხვდებიან
ქართველმა ჭაბუკებმა B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში გააგრძელებენ თამაშს. ხვალ, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გერმანიას შეხვდება. გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგეს ხორვატიასა (7:5) და საფრანგეთს (11:6) და წააგეს ესპანეთთან (9:11).
საქართველოსა და გერმანიის წყვილიდან გასულს, მეოთხედფინალში იტალია ელოდება. რვა საუკეთესოში მოხვედრა იტალიელთა მსგავსად, ადრიანადვე გაინაღდეს ბერძნებმა, უნგრელებმა და ესპანელებმა. პლეი ოფის დარჩენილი სამი წყვილი კი ასე დაკომპლექტდა: ჩერნოგორია-ხორვატია, მალტა-სერბეთი, რუსეთი-ჰოლანდია.