"TV პირველის" ინფორმაციით, არხზე კიბერთავდასხმისას სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსი გამოიყენეს
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით.
„პირველში“ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მთავარი სერვერი თან წაიღო.
ტელეკომპანიაზე კიბერთავდასხმა 13 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.