ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იტყობინება სააგენტო ინტერპრესნიუსი.
„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“, - განუცხადა ხაჯიმბამ პუტინს.
ხაჯიმბამ აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „იმ ყურადღებისთვის, რასაც ის იჩენს“, როგორც მან თქვა, „რესპუბლიკის“ მიმართ.