54 შემოწმებულ სამშენებლო ობიექტზე ყველგან დარღვევები აღმოჩნდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მონიტორინგის შედეგად, 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით 54 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველგან მონიტორინგის ჯგუფმა არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, 54-ვე სამშენებლო ობიექტის მფლობელი გაფრთხილებულია, დარღვევების გამოსასწორებლად კი კომპანიებს 7-დან 10 დღემდე ვადა მისცეს.
33 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 38 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული იყო ჯარიმა, სულ - 992 500 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: *რისკების შეუფასებლობა;
სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
აღჭურვილობის გაუმართაობა;
შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;
მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.
რაც შეეხება შემოწმებული ობიექტებს, ესენია:
1. შპს „იქსორი“; 2. შპს „აქსისი“; 3. შპს „გიგანტი 94“; 4. შპს „ლაგი კაპიტალი“; 5. შპს „ბოსტონ დეველოპმენტი“; 6. შპს „მს ბილდერი“; 7. შპს „სონნეტ კონსტრაქშენი“; 8. შპს „აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია“; 9. შპს „მეგა კონსტრაქშენი“; 10. შპს „ბილდინგ კომპანი“; 11. შპს „ეი თი დეველოპმენტი“; 12. შპს „ასტორი ჯგუფი“; 13. შპს „კვ დეველოპმენტი“; 14. შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“; 15. შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ (ორთაჭალა თაუერი); 16. იმა „ჩვენი სახლი“; 17. შპს „ტიბინი დეველოპმენტი“; 18. შპს „ალიანს თბილისი“; 19. შპს „ბალავარი“; 20. შპს „ლექსველი“; 21. შპს „ბაზიტი“; 22. შპს „ჯი ემ თი გრუპი“; 23. შპს „არკო ინვესტი“; 24. შპს „რაიანი“; 25. მც „კვადრატი“; 26. შპს „ალუ“ ;27. შპს „გეო ბილდერსი“ ; 28. შპს „ისანი პლიუსი“; 29. შპს „ვილა“; 30. შპს „ჯსჯ დეველოპმენტი“ ; 31. შპს „არგმშენი“; 32. შპს „ტრიდე“; 33. შპს „გოლდენ ქი“ ; 34. შპს „კავკასიის პოინტ ჯგუფი“; 35. შპს „ბეტა ჯგუფი“; 36. შპს „ჯითი თაუერი“ ; 37. შპს „ნიუ ჰორიზონტი“; 38. შპს „მალტა ფლეგს“; 39. შპს „ფრეშ ფროფერთის“; 40. შპს „ბაუ სტარ მს“; 41. შპს „ოუშენ კაპიტალი“; 42. შპს „მეგობრობა“; 43. შპს „ალფა რეზიდენსი“; 44. შპს „კარკასი“; 45. შპს „იქს სტილი+“; 46. შპს „ასტორია“; 47. შპს „დომუს ვაკის პარკი“; 48. შპს „კომპანია ჯდჯ“; 49. შპს „ეიმ ბილდინგ კომპანი“; 50. შპს „პიტ სტარ“; 51. ამხანაგობა ჩიტაძის #9; 52. შპს „აქსისი“; 53. „ქოზი ჰოუმ თბილისი“; 54. შპს „ელიტ ჯგუფი“.