გამოძიება ადასტურებს ერთი კაცის სიკვდილს ციმბირში იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს, რომ ერთი კაცი დაიღუპა და დაშავებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში ტყვია-წამლის საწყობში რამდენიმე აფეთქების შედეგად.
საგამოძიებო კომიტეტმა 6 აგვისტოს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება იარაღთან და სახიფათო ობიექტებთან მოპყრობის ნორმების დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა ზარალი და ადამიანის სიკვდილი ქალაქ აჩინსკში.
განცხადებაში წერია, რომ წინასწარი გამოძიების ვარაუდით, აფეთქება გამოიწვია ცეცხლმა, რომელიც ტყვია-წამლის გადატვირთვის დროს გაჩნდა საწყობში 5 აგვისტოს.
აჩინსკის მერმა განაცხადა, რომ საწყობის მახლობლად მცხოვრებნი, რომლთა ევაკუაცია მოხდა, შინ ბრუნდებიან, ამასთან, საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა.
რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ, ალექსეი პოდკორიტოვმა თქვა, რომ 9500 ადგილობრივი მოსახლე და ჯარისკაცი იქნა ევაკუირებული, ხოლო 6000-მა თვითონ დატოვა არეალი. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ბულგაკოვმა, რომელიც ჩავიდა აჩინსკში, განაცხადა, რომ საწყობის დახურვის გეგმები არსებობს.