უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში თსუ 1073-ე პოზიციაზეა
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში საქართველოდან ორი უნივერსიტეტი მოხვდა.
ჩამონათვალში, რომელიც მსოფლიოს 2000 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, 1073-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1549-ე ადგილს იკავებს ილიაუნი.
რეიტინგში ტრადიციულად ჰარვარდის უნივერსიტეტი ლიდერობს. პირველ ათეულში ამერიკის შეერთებული შტატების რვა უნივერსიტეტია წარმოდგენილი. 2000 საუკეთესოს შორის კი აშშ-დან 358 უნივერსიტეტი შევიდა.
რანჟირებაში 222-ე ადგილს იკავებს რუსეთში საუკეთესო, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1930-ე ადგილს იკავებს სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ვერ ნახავთ უმაღლეს სასწავლებელს აზერბაიჯანიდან.
რეიტინგში 1330 პოზიციაზეა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი.
883-ე ადგილით ათასეულში შედის ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი.