Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - 3 საქმის დეტალები მოკლედ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - 3 საქმის დეტალები მოკლედ

28 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ეცნობა, რომ 18 ივლისს ცნობილი გახდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ სამ სხვადასხვა საქმეზე. ესენია: 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ

ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ

გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ

“რუთსავი 2”-ს საქმე

2015 წლიდან ტელეარხის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც 2006 წელს ტელეკომპანიაში მისი წილი 269 ათას დოლარად გაასხვისა. ის ამბდა, რომ აღნიშნული თანხა საერთოოდ არ მიუღია.

რას დაობდა ქიბარ ხალვაში?

ხალვაში ამტკიცებდა, რომ 13 წლის წინ სამართლებრივ ენაზე - ე.წ “ამორალური გარიგების” მსხვერპლი გახდა და კომპანიის წილი იმაზე ნაკლებ ფასად დათმო ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება რეალურად იყო. რეალური ღირებულების დასადასტურებლად კი ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას იშველიებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების მომენტში ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო. 

სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2015 წელს შევიდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობდა, რომ “რუსთავი 2”-ის შემდგომი მფლობელები წლების განმავლობაში ფიქტიურად იცვლებოდნენ.  მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაშის შემდეგ ეს ფიქტიური მფლობელები “არაკეთილსინდისიერი შემძენები” გამოდიოდნენ. ის სასამართლოში იშველიებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს, სადაც წერია, რომ კეთილსინდისიერად არ შეიძლება ჩაითვალოს შემძენი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

“რუსთავი 2”-ს მფლობელების ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ხალვაშის მიერ წარდგენილი სამხარაულის დასკვნა არასრულყოფილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იყო შედგენილი და რვა დოკუმენტის ნაცვლად მხოლოდ ორს ეყრდნობოდა: კომპანიის წესდებასა და ბუღალტრულ ნაშთებს, რაც არ იყო საკმარისი. 

საქმე საქალაქო სასამართლოში

ძმებ ყარამანიშვილებს საქალაქო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილი წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ხალვაშის კუთვნილმა კომპანია “შპს პანორამამ” ტელეკომპანიის 90%-იანი წილი 2004 წელს 250 ათას დოლარად იყიდა, დარჩენილი 10% კი ნიკა ტაბატაძისგან 200 დოლარად შეიძინა. ადვოკატის განმარტებით, ხალვაშმა 2006 წელს საკუთარი წილის 15 ათასი დოლარით ძვირად გაყიდა, რაც “რუსთავი - 2”-ის რეალური საბაზრო ფასი იყო. ადვოკატის მტკიცებით, ამის გამო ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა “ამორალურ გარიგებად”.

საბოლოოდ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, გააუქმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამჟამინდელი მეწილეების საკუთრების უფლება და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" აღიარა. ამგვარად, პირველი ინსტანციის მოსამართლემ შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. 2015 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით “ღუსთავი 2”-ს ყადაღა დაადეს. 

საქმე სააპელაციო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოს განაჩენი შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ  2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო კოლეგიამ შორენა ყაველაშვილის, ნატალია ნაზღაიძისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია. „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმე უზენაეს სასამართლოში 

უზენაეს სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 2017 წლის დასაწყისში დაიწყო. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას უნდა გადასცემოდა. 

პალატა 9 მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ესენი იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. 2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. 

სტრასბურგის გადაწყვეტილება

საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების დარეგისტრირების შემდეგ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა  2017 წლის 3 მარტს სტასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებით 39-ე მუხლის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გადაუდებელ შემთხვევებში მიიღება, ძირითადად გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვლი რისკის არსებობის დროს.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. საქმე საკონსტიტუციო სასასამართლოში ეგრეთ წოდებული ამორალური გარიგების საფუძველზე ქიბარ ხალვაშის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხებოდა. განხილვა თითქმის 2 წელი გაჭიანურდა.  2017 წლის დეკემბერში, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

“რუსთავი 2”-ის მოკლე ისტორია 

რუსთავი 2-მა 1994 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ. დვალი და აქიმიძე 2004 წლამდე ფლობდნენ ლეტეკომპანიის წილებს. ისინი ამბობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ “ ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს”. საქმის ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა 2019 წლის 16 ივნისს იწურებოდა, თუმცა პროკურატურამ 17 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათვამია, რომ  ,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.  

რაც შეეხება კიდევ ერთ დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს, 2014 წლის ზაფხულში, ის თავის ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიებას თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. ოჯახს კი ამ ვერსიის არ სჯერა. ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე განაცხადა: “მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, როცა “რუსთავი 2”-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც, ისეთი რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს”. 

მედიის განვითარების ფონდის თანახმად “რუსთავი 2”- 20-ჯერ შეეცვალა მფლობელები. 

1994 - შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი - ჯარჯი აქიმიძე (40%), დავით დვალი (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%).

1996 - ჯარჯი აქიმიძე (33,3%), დავით დვალი (33,3%), ეროსი კიწმარიშვილი (33,3%);

2001 - დავით დვალი (30%), ჯარჯი აქიმიძე (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);

2004 - პაატა კარსანიძე (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);

2004 - ქიბარ ხალვაში (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);

2004 - შპს პანორამა (30%), ქიბარ ხალვაში (60%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);

2004 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (60%);

2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს საქცემენტი (22%);

2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%);

2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%); შპს გეო-ტრანსი (78%);

2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%), DELGADO RESOURCES LTD (55%);

2007 - კორპორაცია გეომედია გრუპი (55%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%);

2008 - კორპორაცია გეომედია გრუპი (40%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), ირაკლი ჩიქოვანი (30%);

2009 - ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), DEGSON LIMITED (70%);

2011 - DEGSON LIMITED (70%) შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალი (30%);

2011 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (90%);

2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), შპს მედია ჯორჯია (40%);

2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), გიორგი ყარამანიშვილი (40%);

2012 - გიორგი გეგეშიძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);

2014 - ნინო ნიჟარაძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);

ვაზაგაშვილის საქმე 

2006 წლის 2 მაისს დილის 10 საათზე  შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ  სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც "კორტების ტრაგედია" შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მომხდარ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

რა მოხდა კორტებთან? 

შსს-ს სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, საგანგებო ბრიფინგი  გამართა კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ.

მისი თქმით „მაკაროვის", „ჩეზეს" და „ვალტერის" სისტემის ოთხი პისტოლეტით შეიარაღებული დამნაშავეები შავი ფერის  BMW-ს ავტომანქანით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობდნენ. სპეცოპერაცია  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწო, რომლის მიხედვითაც ყაჩაღური ჯგუფის წევრები ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია კი გარდაუვალი გახდა, რადგან მათ სპეციალური დანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

22 წლის ზურა ვაზაგაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა. ოჯახის თქმით სიკვდილის დღეს ის გამოცდაზე მიდიოდა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არასდროს ყოფილა აღძრული.

გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით კი პროკურატურამ კიდევ ერთი გამოძიება დაამატა - პოლიციის მიერ სპეცოპერაციის დროს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე. თუმცა, ეს გამოძიება 2007 წლის აპრილში დაიხურა.

საქმეში მნიშვნელოვანი შეუსაბამობები იყო:

სახალხო დამცველის მიმართვით,  დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ჩაცხრილული მანქანა გამოიკვლია. ალტერნატიულმა ექსპერტიზამ  აჩვენა, რომ შავ BMW-ში ყველა ტყვია მხოლოდ შემავალი იყო და მანქანაში მსხდომებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ამავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა  840 ტყვია ისროლეს.

ასევე კითხვის ნიშნები ჩნდებოდა მანქანაში აღმოჩენილ იარაღთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებში ერთ-ერთ დოკუმენტში ეწერა, რომ პოლიციამ ოთხივე იარაღი მანქანის უკანა სკამზე იპოვა. სხვა დოკუმენტში, სადაც ასევე ეწერა, რომ პოლიციამ 4 იარაღი იპოვა, აღწერილია, როგორ დაუვარდა ტროტუარზე იარაღი მანქანიდან გადმოსვლისას ვაზაგაშვილისთანხმლებ ახალგაზრდას, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა ამბობდა, რომ სამართალდამცველები მის ოჯახს გამოძიების პროცესში მუდმივად უქმნიდნენ დაბრკოლებებს. მისი თქმით, კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციიდან ერთ წელიწადში მათ დაზარალებულების სტატუსი მოუხსნეს იმის გამო, რომ საქმის დეტალების გამოთხოვნის უფლება არ ჰქონოდათ.

2007 წელს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზავნა.

შვილის საფლავზე აფეთქებული მამა 

კორტების საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე აფეთქება მოხდა. ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ის 9 წლის განმავლობაში იბრძოდა სიმართლის დასადგენად შვილის მკვლელობის საქმეზე. 

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, იური ვაზაგაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ „მფარველობაში“ დაადანაშაულა.

რამდენიმე კვირაში პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედებოდა იური ვაზაგაშვილის აფეთქების მოწყობა. ეს იყო პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. პროკურატურის თანახმად მისი “დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. 

როგორ გაიხსნა საქმე? 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა კორტების საქმის დიდი გამოძიების დასრულების ერთ-ერთი ეტაპი აღმოჩნდა. კორტების სპეცოპერაციის გახმაურებული საქმე 2015 წლის 2 თებერვას გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. 

პროკურატურამ თითქმის 9 წლის წინანდელი ოპერაცია გამოაცხადა სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ "შეიარაღებულ თავდასხმად" და განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ემსხვერპლა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას შურისძიებას. 

გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რათა ერთის მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპრილში ნარკოტიკულ დანაშაულის ბრალდებით  დაკავებული მისი ძმის გამო, რომელიც ამ დანაშაულში ალექსანდრე ხუბულოვმა ამხილა, ხოლო მეორეს მხრივ, „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ ფარგლებში „დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯი დაემკვიდრებინა“.

თითქოსდა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილ პირებს, რომლებიც შუქნიშნის გამო სანაპიროზე გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ, ფირცხალავას ბრძანებით რამდენიმე სპეცრაზმელი მიუახლოვდა და ხალხმრავალ ადგილას ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილმა მანქანა ადგილიდან დაძრა, თუმცა ინტერნსიური სროლების შედეგად მისი მართვა დაკარგა და ტროტუარზე მდგარ ბოძს შეეჯახა. 

ამის შემდეგ, გამოძიების ინფორმაციით, დაიწყო საქმის ფალსიფიცირება: კერძოდ, ადგილზე მიყვანეს და დაცხრილული მანქანის უკან განათავსეს პოლიციელის ავტომანქანა, რომლის წინა საქარე მინას ჰქონდა ნატყვიარები, თითქოს მანქანის შიგნიდან სროლის კვალი; ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა მიიყენა თვითდაზიანება, რომელიც თითქოს მას ვაზაგაშვილის მანქანასთან შეჯახების გამო მიადგა; და  ასევე ვაზაგაშვილის მანქანაში ჩააწყვეს  ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები.

პროკურატურის თქმით, მკვლელობის მოტივი და მომხდარის სურათი 150-მდე მოწმის დაკითხვისა და ათზე მეტი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა.

რა მასალები გაიგზავნა სტრასბურგში? 

საქმეში „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი პირები იყვნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი და დედა ციალა შანავა. 

ევროსასამართლოს პრესრელიზში წერია, რომ საქმე ეხება მომჩივანის შვილის მკვლელობას და მათ მოთხოვნას ჩატარდეს გამძიება. 

ბოლო პრესრელიზში რაც ევროსასამართლომ გაავრცელა, აღწერილია მომჩივანთა შვილის მკვლელობის გარემოებები და მოვლენები 2006 წლიდან 2015 წლამდე.  აქვე საუბარია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზეც. 

საჩივარი, რომელიც ეხება 2006 წელს მათი შვილის მკვლელობას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მეორე მუხლს, სიცოცხლის უფლებას და ამ დანაშაულის ადეკვატური გამოძიების არარსებობას. სტრასბურგის სასამართლომ საქმეს მიღების თანავე პრიორიტეტი მიანიჭა. 

ნოდარ გოგალაძის საქმე

„გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ნოდარ გოგალაძე. ის ჩივის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მისი დაპატიმრების შემდეგ, ასევე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე, რაც რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ შეწყდა. 

საქმის დეტალები 

ნოდარ გოგალაძე 2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ დააკავა. ის ამბობდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში სცემეს. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გოგალაძემ იჩივლა წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალველი საშუალებისა და სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P



Здоровье

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье




Українські новини

Магазин дверей і підлогового покриття Albero: якісна продукція для кожного клієнта



Новости 24 часа

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Game News

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Житель Кургана отдал полицейским найденный кошелек с крупной суммой денег



News Every Day

Ramon Cardenas aims to cement his contender status agains Jesus Ramirez Rubio tonight



Происшествия

Суд не стал менять приговор экс-главе наркоконтроля Свердловской области



Москва

Закрытие ММКФ-2024 // Призеры и гости кинофестиваля



Виктор Цой

У могил Горшка и Виктора Цоя на Богословском кладбище появилась защита от вандалов



Москва

Евгению Гуцул встретили её сторонники в аэропорту Кишинёва



Елена Рыбакина

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде



Москва

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года



ЦСКА

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ



Симферополь

Волгодонские картингисты заняли три призовых места в Апшеронске



Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)



Москва

Собянин: Вблизи деревни Алхимово в ТиНАО к 1 сентября откроется новая школа



Москва

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск не исключает попыток оппозиции оторвать часть территории Белоруссии в пользу НАТО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

«Посмотрите на этих губастых»: Розенбаум разгромил любителей пластики



Москва

«Господь дал мне пожить»: Куклачев рассказал о восстановлении после инфаркта

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net