უკრაინის პოლიცია იძიებს ტელეარხზე ყუმბარმტყორცნით თავდასხმას
გავრცელებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც მეზობლებმა დაახლოებით დილის 03:40 საათზე აფეთქების ხმის შესახებ შეატყობინეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციას ამ ეტაპზე ეჭვმიტანილები არ ჰყავს, თუმცა გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
ერთი დღით ადრე ტელეარხმა განცხადება გაავრცელა და სამართალდამცავებს მოუწოდა არხი დაეცვა "ეროვნული რადიკალებისგან, რომელებიც ზეწოლით და მუქარებით ცდილობენ გავლენა მოახდინონ არხის სარედაქციო პოლიტიკაზე [და] გვაიძულონ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ დავთმოთ მაუწყებლობის მსოფლიო სტანდარტები".