კახა კალაძეს ახალგაზრდები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამით ძალის გამოყენებით აქციის დაშლის გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. თბილისის მერს ცალ თვალზე ხელაფარებულები დახვდნენ.
კახა კალაძე, მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაობის დასათვალიერებლად იყო მისული. მისი სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს.