71 მიგრანტის სიკვდილის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ოთხ ტრეფიკერს
![71 მიგრანტის სიკვდილის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ოთხ ტრეფიკერს](https://gdb.rferl.org/EC10C7FC-D329-4979-9C9E-A977FF2C0014_w800_h450.jpg)
ჩაკეტილ სატვირთო მანქანაში დატოვებული 71 მიგრანტის სიკვდილის გამო უნგრეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ავღანელ ტრეფიკერსა და მის სამ ბულგარელ თანამზრახველს. ტრაგედია 2015 წელს ავსტრიის ტერიტორიაზე მოხდა.
სასამართლომ ადამიანების ტრეფიკინგის ორგანიზებასა და მკვლელობებში დამნაშავედ ცნო 32 წლის სამსურ ლაჰუ და მისი თანამზრახველები.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მათ კარი არ გაუღეს სატვირთო მანქანაში გამომწყვდეულ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, რადგან ჰაერი აღარ ჰყოფნიდათ.
სამსურ ლაჰუს ბულგარელი თანამზრახველებიდან ერთი იყო მისი მოადგილე, ერთი - სატვირთო მანქანის მძღოლი და ერთიც - თანხმლები მანქანის მძღოლი.
დაიღუპნენ მიგრანტები ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და სირიიდან. მათ შორის იყვნენ ოთხი ბავშვი და რვა ქალი.