ივანიშვილი: დაუშვებელია რუსეთის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ფორუმს უძღვებოდეს
![ივანიშვილი: დაუშვებელია რუსეთის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ფორუმს უძღვებოდეს](https://gdb.rferl.org/CFD363BE-20FC-4F61-B4D6-59D358B670A2_w800_h450.jpg)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში რუსეთის წარმომადგენლი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს. იგი ამბობს რომ ამ ფაქტს რეაგირება უნდა მოჰყვეს:
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.
როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.