კარასინი: საქართველოს გადასაწყვეტია რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, აშშ-ის ტონი არ გვაწყობს
11 ივნისს ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძესთან საუბრის ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო.
„იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, პომპეოს თქმით, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.