ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გორი-ცხინვალის მაგისტრალზე
შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან მოხდა, სადაც ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაღუპულია 37 წლის კაცი. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.
დაზარალებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.