"გამოძიების ვიწრო ფოკუსი მხოლოდ გასროლის მომენტს ეხება და არც კი იკვლევს სპეცოპერაციის დაგეგმვის, განხორციელების დეტალებს"
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით გასულ კვირაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის საფუძველი კი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობა.