Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

Март
2022

Новости за 01.03.2022

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა აკრძალა ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აკრძალა ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით 10 ათას დოლარზე მეტის გატანა. შესაბამისი ბრძანებულება კრემლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. აკრძალვა 2 მარტიდან ამოქმედდება. მანამდე 10 ათას დოლარზე მეტის უცხოეთში გასატანად საკმარისი იყო დეკლარირების პროცედურის გავლა. გარდა ამისა, ბრძანებულება რუსეთში ცხოვრების უფლების არმქონე პირებს ე.წ. „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურებიდან უკრძალავს სამთავრობო კომისიის თანხმობის გარეშე ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით გარიგებებს... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

"ბოლომდე თავს ნუ დამალანძღინებთ" - საჯარო მოხელეები ერთნაირი პოსტერებით

„ყველა მოღალატეს და საქართველოში ომის დამწყების მსურველს გელოდებით 19:00 საათზე, პარლამენტის წინ!" - სოციალურ ქსელ ფეისბუკში 1 მარტს გავრცელებული ამ შინაარსის პოსტერი საკუთარ გვერდებზე გააზიარეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა და მერიისა თუ საკრებულოების  თანამშრომლებმა.

Radiotavisupleba.ge 

ზალკალიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მეჩვენება რომ ეს ორკესტრირებულ პროცესს ჰგავს

პრეზიდენტ ზელენკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას „იმედის" ეთერში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი ძნელად ასახსნელია.  „მე ვერ ვხსნი იმ გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ გაიწვია უკრაინამ ელჩი, მაგალითად ბელარუსიდან. მქონდა კომუნიკაცია ბევრ კოლეგასთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნების შორის ურთიერთობის გამოცდილება აქვს, და ძალიან რთული ასახსნელია ეს ყველაფერი. დემარშის ეს დაბალი ფორმაც კი არაა გამოყენებული ამ შემთხვევაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვიდრე ჰხვალ, ევროპა?

ორი გზა არსებობს, რომ განვიხილოთ ევროკავშირის პასუხი უკრაინაში ომთან დაკავშირებით. პირველი პესიმისტური გაგებაა - მორჩილი, მთვლემარე ალიანსისა, რომელმაც დაუშვა, რომ მისი მეზობელი და, მასთან ერთად, უსაფრთხოების მთელი სტრუქტურა, რომელზეც მისი თავისუფლება და სიმდიდრე დგას, ცეცხლს მოეცვა. მეორე კი უფრო იმედიანი ხედვაა - რომ ალიანსმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა, გაერთიანდა როგორც არასდროს და სოლიდარობისა და ტკივილის ისეთი ზომები გაატარა, რომლებსაც, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა. იმას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას წერენ და ამბობენ ცნობილი ადამიანები რუსეთ-უკრაინის ომზე

მას შემდეგ, რაც 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად. რამდენიმე საათის წინ მომღერალი შერი ტვიტერზე წერდა, რომ „ეძებს საუკეთესო საქველმოქმედო ორგანიზაციებს უკრეინელების დასახმარებლად“. შერი მუდმივად ეხმიანება უკრაინის მოვლენებს და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც განცხადება გააკეთა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მან თავის მრავალმილიონიან გამომწერებს განუმარტა პუტინის გეგმები და აუხსნა, რატომ არის უკრაინა მნიშვნელოვანი მათ შორის მათთვისაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენმა კითხვის ქვეშ დააყენა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კითხვის ქვეშ დააყენა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთის წევრობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. გაეროს საბჭოსადმი ვიდეომიმართვაში მან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსკოვის მოქმედებას ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევა უწოდა. მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთს უნდა მოუწოდოს, შეწყვიტოს მეზობელ ქვეყანაში საომარი მოქმედებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა ღონისძიებაში ვიდეოკავშირის მეშვეობით. თავის გამოსვლაში მან თქვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: შენს ტერიტორიაზე ომი შეუძლებელია რომ შენ დაიწყო, წერტილი!

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ილაპარაკა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. „შენს ტერიტორიაზე ომი შეუძლებელია რომ შენ დაიწყო, წერტილი. ამ ომს ვერ დაიწყებდა ვერც საქართველო [2008 წელს] ისევე, როგორც ვერ დაიწყებდა უკრაინა თავის ტერიტორიაზე. შეუძლებელია, რომ შენს მიწაზე დაიწყო ომი. ეს მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სულ ასეთი პოზიცია მექნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მწერლები: გადადგეს ღარიბაშვილი, გაიყოლოს მთელი კაბინეტი - ეს ღირსების საქმეა

„სხვა გზას ვეღარ ვხედავ“, - დაწერა მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ და ქართველ მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს მოუწოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაეწყოთ. მოკლე ტექსტში, რომელსაც ხელს უკვე 77 ადამიანი აწერს, ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის, ამორალური განცხადებებისა და ქმედებების გამო, სასწრაფოდ უნდა გადადგეს თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი! ამ უმძიმეს ვითარებაში დაუშვებელია ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდეს ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიპლომატიური სკანდალი ომის დროს - რატომ არ მისცა თბილისმა მოხალისეებს უკრაინაში გაფრენის საშუალება

ქართველი მოხალისეების სურვილს უკრაინაში საბრძოლველად წასულიყვნენ დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. ომში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კი დაადასტურეს, რომ ფრენებზე ნებართვა თბილისმა არ გასცა, რადგან ჩათვალა, რომ მოხალისეების უკრაინაში წასვლა "ომში ჩართვის" ტოლფასი იქნებოდა. "ჩვენ პოლონეთში უნდა ჩავფრენილიყავით. ერთი ჩარტერული რეისი უნდა დაფრენილიყო თბილისში, ოღონდ არ ვიცი, საიდან მოფრინავდა, უნდა წავეყვანეთ პოლონეთში. მეორე იყო პოლონური რეისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯიმ რიში: შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში "ტვიტერში" პოსტს ავრცელებს და წერს, რომ შეშინებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს. „14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - წერს ჯიმ რიში.   1 მარტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი საგარეო უწყებას: პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას აკრიტიკებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან უარყოფითად შეაფასა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად დასახელებულია ორბელიანების სასახლეზე უკრაინის სახელმწიფო დროშის გადმოფენა. „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" - წერს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ზურაბიშვილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ის შეიცვალა“: პუტინის სიტყვები და ქმედებები მის რაციონალურობას ეჭვქვეშ აყენებს

2014 წლის აპრილში, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ ომში სეპარატისტები წააქეზა და კიევის საწინააღმდეგო ძალებს დაეხმარა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა პუტინი უხეში ეპითეტით მოიხსენია და ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფსიქიკურად ჯანსაღი არ იყო.

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg-ი: რუსეთი ინვესტიციებისთვის გამოუსადეგარი გახდა

რუსეთი ინვესტიციებისთვის სარისკო გახდა არა მხოლოდ ახალი კაპიტალისთვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მასში ათობით მილიარდი დოლარი დააბანდა წარსულში, წერს ამერიკული სააგენტო Bloomberg-ი. უკანასკნელი კვირის განმავლობაში რუსეთზე ორიენტირებული აქციების ფონდები 23%-ით დაეცა. ინვესტორები, რომელთაც ადრე გააკეთეს რუსეთში კაპიტალდაბანდებები, ფინანსურ მახეში აღმოჩნდნენ, ვინაიდან აქტივების გაყიდვის შესაძლებლობები შეზღუდულია, ბაზრიდან გასვლა კი დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. Bloomberg-ის მიხედვით, ინვესტორთა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მსხვილი გარღვევა არ არის" - რატომ გაუჭირდა რუსეთს (არა მხოლოდ) უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის ომი 6 დღეა გრძელდება და რუსეთში უკვე სვამენ შეკითხვებს - როდისღა აჩვენებს რუსეთი თავის ძლევამოსილებას? რა ხდება? როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? აზრი ორად იყოფა რუს ექსპერტებს შორისაც. კრემლისტების თვალით დანახული ომი ხშირდ რადიკალურად განსხვავდება რეალური ფაქტებისგან.

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყეს

გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან დამეგობრებულ უკრაინულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა. გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მერიებში ტვირთის შეგროვება უკვე დაიწყეს. ასეთი დახმარება პირველ რიგში გაეწევათ შემდეგ ქალაქებს: პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. ეს ქალაქები დამეგობრებული არიან გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან. „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოლიდარობის აქცია გორში - „საქართველოს ადგილი ევროკავშირშია"

გორის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს. „ვაპროტესტებთ ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. საქართველოს ადგილი ევროკავშირში და ნატოშია“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად დააფიქსირონ საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ. ,,აქცია სოციალური ქსელით დავაანონსე მე, როგორც საქართველოს ერთმა რიგითმა მოქალაქემ. პირველ რიგში, ბუნებრივია, თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოლეკსი დანილოვი - უკრაინაში გაანადგურეს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაკლავად შეგზავნილები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლეკსი დანილოვის განცხადებით, გოსტომელში ლიკვიდირებულია ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას გეგმავდა. ოლეკსი დანილოვის თანახმად, უკრაინას ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს წევრებმა, როლებსაც „დღეს არ სურთ მონაწილეობა სისხლისმღვრელ ომში“. დანილოვისავე თქმით, ჯგუფის მეორე ნაწილი „სამიზნეშია ამოღებული“. ინფორმაციას ონლაინგამოცემა kyivindependent.com... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხრისტო გროზევი: „რუსულ ელიტაში ძალიან ეშინიათ, პუტინმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს“

კასეტური და ვაკუუმური ბომბები უკრაინის თავზე, განხეთქილება რუსულ ჯარში და შეშფოთებული კრემლი. გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი Сurrent Time -თან საუბარში ჰყვება, რომ დიდი ალბათობით პუტინს საკუთარი გარემოცვა დაუპირისპირდება. - არის თუ არა უკრაინაში ომის დანაშაულის ფაქტები? - კი, არის. ომის დანაშაულს ძალიან დეტალური არქივირება სჭირდება, რომ შემდეგ მისი სასამართლოში დამტკიცება შეძლო. მთელი ჩვენი [Bellingcat-ის] რესურსი ახლა ამაზეა მიმართული. გუშინ ხარკოვში კასეტური ბომბი რომ გამოიყენეს, ეს ნამდვილად ომის დანაშაულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში დაიბომბა ტელეანძა, არის მსხვერპლი

უკრაიანის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ტელეანძის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი - უგზო-უკვლოდაა დაკარგული. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა საოპერატოროსა და ტელეანძაზე და დროებით გაითიშება ტელემაუწყებლობა, მაგრამ მათი ნაწილის მუშაობა უახლოეს მომავალში კვლავ აღდგება. რიგი არხების ყურება შეიძლება ინტერნეტის საშუალებთ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ საქმე აღძრა და გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით და გამოკითხვაზე დაიბარეს პოსტის ავტორი. უწყების განმარტებით, მისი 1 მარტის პოსტი შეიცავს ძალადობის ნიშნებს.  "გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა", - აცხადებენ შსს-ში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ ისინიც, ვისაც „ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ"

რუსთაველის გამზირზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მიმდინარე აქციაზე, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საჭიროა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ხელისუფლების გარდა, პარლამენტი უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც „ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ". ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს აქვთ კითხვა, რა არის გასაკეთებელი? „არავის არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, რა შეიძლება ჩვენ ვქნათ. მე შემიძლია გითხრათ, მე რას ვფიქრობ პირადად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელი ამბობს, რომ ქართველი ხალხი იგრძნობს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებული კომენტარისას განაცხადა, რომ დღეს, მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე დროში, ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომ საქართველო და ევროკავშირი პარტნიორები არიან. „თქვენთვის ცნობილია ჩემი დამოკიდებულება და ჩართულობა საქართველოსთან მიმართებით, მაქსიმალურად ვცდილობდი მხარი დამეჭირა თქვენს ქვეყანაში სტაბილურობისათვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაველ ლატუშკა: „რუსეთს დღეს ბელარუსიც ოკუპირებული აქვს“

„პუტინი და ლუკაშენკო ეს ორი დიქტატორია, რომლებიც ერთად ყოფნისთვის არიან განწირულნი, მათთვის უცხოა ადამიანის უფლებები, თავისუფლება, დემოკრატია და ხელისუფლების ცვლილება. ისინი ყურს არ უგდებენ საკუთარ გარემოცვას, მათთვის უცხოა კრიტიკა, რადგან თვლიან, რომ თვითონ ყველაფერი ყველაზე კარგად იციან, სწამთ, რომ თავადვე მიიღებენ გენიალურ გადაწყვეტილებებს. მათი მთავარი მიზანია ძალაუფლებას რაც შეიძლება დიდხანს ჩაებღაუჭონ.“ - ეუბნება ბელარუსის ყოფილი კულტურის მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ლატუშკა რადიო თავისუფლებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული

„დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საქართველოს გზა ევროპისკენ, ხოლო საქართველომ მიიღოს ყველა ის ზომა და გაატაროს ყველა ის რეფორმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურა ჯაფარიძე: დღეს ამ ქვეყანას დიდი ასოებით დააწერეს, რომ ვართ "ჩმორები"

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს. ასე გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ჯაფარიძე ხელისუფლების კომენტარებს და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან ელჩის გაწვევის შესახებ. "მე მგონია, რომ მთავარი, რამაც დღეს ჩვენ ყველა გამოგვიყვანა, არის ბრაზი, სირცხვილის გამო, რომელიც ყველამ ერთად ვჭამეთ. დღეს რუკაზე დიდი ასოებით დაგვაწერეს ამ ქვეყანას, რომ ვართ "ჩმორები"... ის, რაც დღეს ხდება... Читать дальше...



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



123ru.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 123ru.net — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 123ru.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 123ru.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе


123ru.net — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 123ru.net.

Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.



123ru.net — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.

Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.







Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Москвичам назвали пять мест, где можно полюбоваться цветущей сакурой





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время в пути от Москвы до курортов Черного моря


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: на территории Польши и Прибалтики готовят атаки на восток




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: встречи по продвижению "формулы Зеленского" дают Киеву чувство вседозволенности


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алла Пугачёва

Гитарист Пугачевой Левшин рассказал о проблемах со здоровьем у певицы



Москва

Арбитр Казарцев в дерби ЦСКА – «Спартак» мог показать карточку не тому игроку

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net