ილია მეორე: ხშირად ადამიანი ვერ ხსნის მოვლენებს, ეს - ღმერთისგანაა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი ვერ ხსნის გარკვეულ მოვლენებს, თუმცა ის არ უნდა დაიბნეს, რადგან ეს, მისი სიტყვებით, „ღმერთის გამოგზავნილია”: „დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის, სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. Читать дальше...