გახარია: საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 200-ზე მეტმა უცხოელმა გამოთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილი 200-ზე მეტმა უცხოელმა გამოთქვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. "იმუშავე საქართველოდან" - ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა... შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ უკვე 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან, დაწყებული აშშ-დან დამთავრებული სინგაპურით", - თქვა გახარიამ. პროგრამა საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. Читать дальше...