ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მოეპოვება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს აქვს იარაღი, რომელიც არ მოეპოვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანას. ამის შესახებ მან განაცხადა ინტერვიუში, რომელსაც ტელეარხი „როსია-1“ კვირას გადასცემს სრული სახით. პუტინის თქმით, რუსეთმა შეუძლებელი შეძლო. ასეთი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ფუნდამენტური მეცნიერების, სამეცნიერო სკოლებისა და ინჟინერთა კადრების გარეშე“, თქვა მან. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში მხარეებმა განიხილეს შეიარაღების საკითხები. Читать дальше...