პოლიციამ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაბა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ პირს შორის ინცინდენტი მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მოქალაქე დეპუტატს სიტყვიერად დაემუქრა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. პირი დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის... Читать дальше...