ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პერევთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობას აპროტესტებს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ადანაშაულებს დაძაბულობის ესკალაციაში. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მახლობლად 28 ოქტომბრიდან განახლდა ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა, რომელიც მანამდე შეჩერებული იყო. საუბარია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევზე. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ეს საგუშაგო სულ 50 მეტრითაა დაშორებული „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრიდან“. „ქართული მხარე საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების უკან დახევის... Читать дальше...