ავაქოვმა 300 დოლარიანი პიარი უწოდა სააკაშვილის განცხადებას უკრაინაში დაბრუნების შესახებ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი გამორიცხავს ქვეყანაში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. ამის შესახებ ავაქოვმა განუცხადა ჟურნალისტ დმიტრი გორდონს. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ გორდონთან ინტერვიუში თქვა, რომ უკვე ნაყიდი აქვს ვარშავა-კიევის ავიაბილეთი და უკრაინაში 1 აპრილს ბრუნდება. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ვერც მეორე ტურში გავა. Читать дальше...