ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი მოამბეს წაიყვანენ
30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 60 წელი უსრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით მოამბის 20:00 საათიანი გამოშვება განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში, რომელსაც თამთა სანიკიძესთან ერთად ტელევიზიის პირველი სახეები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გაუძღვებიან.