“უნივერსიტეტის პროცესებში ვხედავ ნაციონალური მოძრაობის ხელს” – გიორგი ოთხმეზური
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აფასებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური და აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. ამის შესახებ მან გადაცემაში “მაესტროს ფაქტორი” სტუმრობისას განაცხადა. გიორგი ოთხმეზურის თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ყველა საკითხში შეიტანოს არეულობა.