ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა 19 მაისის არჩევნებში მიცემული ხმების პარალელური დათვლის შედეგები სამი ოლქიდან.
ISFED-ის თანახმად, მთაწმინდის ოლქში შედეგები ასე განაწილდა:
#41 ვლადიმერ კახაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 41.0%
#13 შალვა შავგულიძე - „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 36.8%
#42 ლევან იოსელიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი 6.5%
#35 გერმანე საბო - „გირჩი“ 4.8%
#45 გრიგოლ გეგელია - დამოუკიდებელი კანდიდატი 3.1%
#43 კობა დავითაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი 2.9%
#44 სოფიო ხორგუანი - დამოუკიდებელი კანდიდატი 2.6%
მარნეულის საარჩევნო ოლქი:
#41 ზაურ დარგალი - „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ 78.6%
#5 აგილ მუსტაფაევი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 11.5%
#2 აკმამედ იმამკულიევი - „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ 7.5%
#42 ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი კანდიდატი 1.2%
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი:
#41 გიორგი შენგელია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 54.2%
#5 სანდრა ელისაბედ რულოვსი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 42.8%
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პარალელური დათვლის შედეგები პრაქტიკულად ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს.