ევროკავშირი რუმინეთს აფრთხილებს კანონის უზენაესობის დასუსტების შედეგებზე
კომისია, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, რამდენჯერმე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ გატარებული ზომები - მათ შორის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის შემცირება, რაც კორუფციის შესახებ რამდენიმე მიმდინარე საქმის შეწყვეტას გამოიწვევს - ასუსტებს კორუფციასთან ბრძოლას და კანონის უზენაესობას.
როგორც კომისიის პრესმდივანმა, მარგარიტის შინასმა 13 მაისს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, კომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა რუმინეთის მთავრობას 10 მაისს გაუგზავნა გაფრთხილების შემცველი წერილი.