საქართველო- აზერბაიჯანის ერთობლივი კომისია გარეჯის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს
"არა მხოლოდ დღეს, არამედ იმ დღიდან დაწყებული, როდესაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა ასეთი სიტუაცია, მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. დღესაც ბუნებრივია, მქონდა ამაზე საუბარი. მიღწეულია შეთანხმება, რომ განახლებული კომისიების თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ გარეჯის თემაზე ემოციური განცხადებებისგან და კომისიას და თანათავმჯდომარეებს საშუალება მისცენ, წყნარ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე.