ვენეციის ბიენალეზე საუკეთესოდ ლიტვის პავილიონი აღიარეს
ვენეციის 58-ე ბიენალეზე, რომელიც 11 მაისს გაიხსნა, საუკეთესო ეროვნული პავილიონისთვის პრიზი მიანიჭეს ლიტვას. „ოქროს ლომით" დააჯილდოვეს პერფორმანსი „მზე და ზღვა (მარინა)“, რომელიც ადამიანის მოქმედებით კლიმატის ცვლილების თემას მიეძღვნა.
ლიტვის ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვნურ პლიაჟს, რომელზეც დამსვენებლები მღერიან და თავიანთ პრობლემებზე ლაპარაკობენ. მნახველი სურათს ზემოდან დაჰყურებს. პროექტის საიტზე წაკითიხავთ, რომ ადამიანის დაღლილ სხეული გატანჯული დედამიწის მეტაფორაა. „მზე და ზღვა" რეჟისორ რიგულე ბარზდჟიუკაიტეს პროექტია.