ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი დანიშნა, რომლის თემაც, როგორც "რუსთავი 2" აცხადებს, სამაუწყებლო კომპანიაზე ხელისუფლების მორიგი თავდასხმა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმა იქნება.
ნიკა გვარამია ილაპარაკებს ახალი სარჩელზე სასამართლოში, რომლის მიზანიც "მთავარი დამოუკიდებელი არხის გაჩუმებაა".
საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც გვარამია ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, 21.00 საათზე დაინიშნა.