მე ვარ ქვეყანა
თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბერლინში მიშა ჩარკვიანის წარმოდგენა „პასპორტი“ ვნახე. არ ვიცი, ეს ბერლინის ბრალია, საქართველოსგან სიშორის, თუ იმის, რომ ამ ბოლო დროს, უბრალოდ, იოლად მეტირება, მაგრამ ამ წარმოდგენის მსვლელობის დროს ერთ მომენტში რომ ტირილი დავიწყე, ვეღარ გავჩერდი.