პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია „სოლიდარობა პანკისს“
აქციის სლოგანია „არა ძალადობას, არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას“. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობის პირისპირ საპოლიციო ძალების გამოყვანის გამო.
პანკისის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც. პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები ერას მოედანზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა დაგმეს.