მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან ნოტრ-დამის ხანძარს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ეხმაურებიან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს და მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო.
"დამწუხრებული ვარ, რადგან ახლა ყველა ჩვენგანის ნაწილი იწვის" - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ტვიტერზე".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე "ტვიტერით" გამოეხმაურა ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.
მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც:
"ყურადღებით ვადევნებ თვალს საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
პარიზის ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ღვთისმშობლის ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო. ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთ განყოფილებაში ხარაჩოები იდგა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი სწრაფად მოედო.