WHO: წითელა მსოფლიოს ყველა რეგიონში ვრცელდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოდის გაფრთხილებით, რომ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მსოფლიოში თითქმის გაოთხმაგდა წითელის შემთხვევები.
კვლევის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ 15 აპრილს განაცხადა, რომ წითელის შემთხვევების მატება "მსოფლიოს ყველა რეგიონში" აღინიშნა. WHO ამბობს, რომ დაავადების შემთხვევები იზრდება საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში და ყირგიზეთში, ისევე, როგორც აფრიკის და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
დაავადებასთან საბრძოლველად WHO გამოდის მოწოდებით ვაქცინაციის პროცესის უფრო ეფექტიანად განხორციელებისკენ.
წითელით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ბოლო მონაცემი 2017 წელს ეხება - ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ წელს მსოფლიოში 110 000-მდე ადამიანი დაიღუპა დაავადების შედეგად.