HRW აკრიტიკებს რუსეთის მთავრობის ახალ კანონპროექტს
რუსეთის მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო დაასუსტოს ქვეყანაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების მხრივ არსებული ვითარება - აცხადებს "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW).
დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი მთავრობას საშუალებას მისცემს "გაუყინოს საბანკო ანგარიშები პირებს, რომლებიც შემოწირულობებს გასცემენ ან დააფინანსებენ უკანონოდ გამოცხადებულ საპროტესტო აქციებს" - აცხადებს "ჰიუმან რაიტს უოჩი".
საზოგადო თავშეყრათა დაფინანსების შესახებ პუნქტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე შესწორებას შორის, რომლებსაც მოიცავს კანონპროექტი ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების ტრეფიკინგის და ფულის გათეთრების პრობლემების პრევენციის შესახებ. HRW-ის შეფასებით, ამ პუნქტს აქვს "ვერაგი ეფექტი, რადგან უკანონო დემონსტრაციების დაფინანსებას უტოლებს სერიოზულ დანაშაულებრივ მოქმედებებს".