18 აპრილს გამოქვეყნდება მიულერის გამოძიების ანგარიშის რედაქტირებული ვერსია
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი აპირებს 18 აპრილს გამოაქვეყნოს რედაქტირებული ვერსია იმ გამოძიების ანგარიშისა, რომელსაც საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი აწარმოებდა რუსეთის ჩარევის შესახებ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა 15 აპრილს განაცხადა, რომ ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება როგორც კონგრესისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
თითქმის 400 გვერდიანი ანგარიშის სრული სახით გამოქვეყნებას ბარს 24 მარტის შემდეგ დემოკრატი კანონმდებლები სთხოვენ - მას შემდეგ, რაც მან კონგრესს წარუდგინა ანგარიშის ოთხგვერდიანი შეჯამება. დემოკრატების აზრით, შეჯამება საკმარისი არ არის. დეპუტატები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ბარი, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლახან დანიშნა თანამდებობაზე, ცდილობს დაფაროს პრეზიდენტის შესახებ უარყოფითი ინფორმაცია.